ორ წლამდე ასაკის ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა - მშობლები

ორ წლამდე ასაკის ბავშვი მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

2024-07-16 17:30:16+04:00

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.