"ყოველდღიურად ვისმენ აურაცხელ შეურაცხყოფებს რუსული ენის გამო... მე მყავს რუსი ქმარი, ნახევრად რუსი შვილები... კორექტივა ჩემს ცხოვრებაში არ შეუტანია ჩემ შრამიან მამას, მით უმეტეს თქვენ ვერ დამძრავთ" - თეონა კონტრიძე - მშობლები

"ყოველდღიურად ვისმენ აურაცხელ შეურაცხყოფებს რუსული ენის გამო... მე მყავს რუსი ქმარი, ნახევრად რუსი შვილები... კორექტივა ჩემს ცხოვრებაში არ შეუტანია ჩემ შრამიან მამას, მით უმეტეს თქვენ ვერ დამძრავთ" - თეონა კონტრიძე

2024-07-17 12:15:59+04:00

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე მიმართვას ავრცელებს სოციალურ ქსელში იმ ადამიანების მიმართ, ვინც აკრიტიკებს რუსულენოვანი კონტენტის გამო. ვიდეომიმართვაში ის აღნიშნავს, რომ 30 წელია რუსეთში ცხოვრობს, რუსი ჰყავს ქმარი, ნახევრად რუსი - შვილები, სამეგობრო, გამომწერები და მაყურებელი, ამიტომ აირჩია მან რუსული ენა საკომუნიკაციოდ. და არც აპირებს ამის შეცვლას:

"ყოველდღიურად ვისმენ აურაცხელ შეურაცხყოფებს რუსული ენის გამო. მინდა ყველას, ვისთვისავ ეს მოცემულობა მტკივნეულია გაგცეთ პასუხი. კორექტივა ჩემს ცხოვრებაში არ შეუტანია ჩემ შრამიან მამას, მით უმეტეს თქვენ ვერ დამძრავთ ერთი მილიმეტრითაც კი, ამიტომ დაიოკეთ ნერვები და გაიარეთ თქვენს გზაზე, შემთხვევით შემოფრენილებო. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია ბედმა “მოსკოვებში წამიღო“, კარტული მეკერკება ყოველ თქვენთაგანზე უკეთ. ბოლო-ბოლო ფილოლოგის შვილი და ძმიშვილი ვარ".

ჩემი ძალა, ჩემი იმუნიტეტი... - თეონა კონტრიძე საქართველოში ოჯახთან ერთად ისვენებს
რაც უფრო მეშლებოდა მასთან, მით უფრო კეთილშობილი...- თეონა კონტრიძის გულწრფელი პასუხები მეუღლეზე და პირველი შვილის ბიოლოგიურ მამაზე
თეონა კონტრიძის ამაღელვებელი წერილი დედას