აპოკალიფსი 2025 წელს დაიწყება და ეს იქნება ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი? - ვანგას საყურადღებო წინასწარმეტყველება, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად განიხილავენ - მშობლები

აპოკალიფსი 2025 წელს დაიწყება და ეს იქნება ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი? - ვანგას საყურადღებო წინასწარმეტყველება, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად განიხილავენ

2024-07-18 11:22:23+04:00

ცნობილ ბულგარელ წინასწარმეტყველს, ვანგას, 2025 წლისთვის საკმაოდ საყურადღებო წინასწარმეტყველება აქვს. მისი თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში ისეთი უარყოფითი მოვლენები მოხდება, რომ ეს ჩვენი ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდება.

წინასწარმეტყველი 2024 წლისთვისაც ასახელებდა იმ საყურადღებო მოვლენებს, რასაც პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეები, არეულობა და მოსახლეობის შიში დაუკავშირდა. თუმცა, ნათელმხილველი დარწმუნებული იყო, რომ 2025 წელს ბევრი ისეთი რადიკალური რამ მოხდება, რაც ყველა ჩვენგანის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

წინასწარმეტყველების თანახმად, 2025 წელს ევროპაში დაუზუსტებელი კონფლიქტი მოხდება, რაც "მსოფლიოს დასასრულის" კატალიზატორი გახდება. კონფლიქტი იმდენად სასტიკი და დამანგრეველი აღმოჩნდება, რომ კონტინენტის მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდება და ყველაფერი შეიცვლება. წინასწარმეტყველი ამბობდა იმასაც, რომ 2025 წლის მოვლენები, სამწუხაროდ, მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ საფრთხეების, რაც შესაძლოა, მომდევნო წლებში განვითარდეს.

1-1721287703.jpg

მეტიც, ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2028 წლისთვის ადამიანები ვენერას კოლონიზაციას გადაწყვეტენ და დედამიწაზე არსებული პრობლემებისაგან გაქცევას ამ გზით შეეცდებიან. თუმცა, პლანეტა აბსოლუტურად არასტუმართმოყვარე აღმოჩნდება...

როგორც წინასწარმეტყველი ამბობდა, 2033 წელს ბუნებრივი კატასტროფები განსაკუთრებით გაძლიერდება. მყინვარები დნობას მასიურად დაიწყებენ, რაც გლობალურად, ზღვების დონის მატებას და არაერთ პრობლემას გამოიწვევს.

2076 წლისთვის კი ვანგა კომუნიზმის ახალი ეტაპის დაწყებას წინასწარმეტყველებს. მას კომუნიზმის "მეორედ მოსვლას" უწოდებს და ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში გაგრძელდება.

2130 წელს უცხოპლანეტელებთან ადამიანები პირველ კონტაქტს დაამყარებენ. უცხოპლანეტელების შესახებ ორიგინალური ფილმების დაუსრულებლად ყურება საჭირო აღარ იქნება და მოსახლეობა სულ სხვა რეალობაში გაიღვიძებს.

2170 წლისთვის ნათელმხილველმა გლობალური გვალვა იწინასწარმეტყველა. კლიმატი იმდენად შეიცვლება, რომ სავალალო შედეგებს გამოიწვევს და ადამიანები ეკოლოგიური კატასტროფების და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

წინასწარმეტყველი 3005 წლისთვის აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ პერიოდში დედამიწისა და მარსის მაცხოვრებლებს შორის ყველაზე დიდი დაპირისპირება დაიწყება. თუმცა, ბოლო აკორდი, მისი წინასწარმეტყველების თანახმად, 5079 წელია. ვანგას თქმით, ამ თარიღში მსოფლიო არსებობას შეწყვეტს და ვინც გადარჩება, დედამიწისგან შორს, სხვაგან დაიწყებს ახალი სახლის ძებნას.

რეალობა თუ კიდევ ერთი საშინელი მითი?

აღსანიშნავია, რომ ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც ხშირად განიხილება. თუმცა, შიშმა არ უნდა შეგვიპყროს. ვანგას სიტყვებს უკვე მრავალი წელია, იმიტომ აქცევენ ყურადღებას, რომ მისი არაერთი წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა. თუმცა, ბევრი მხოლოდ სიტყვებად დარჩა და არ გამართლდა. ტექნოლოგიური პროგრესი, განვითარება უნდა განვიხილოთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ისე აღარაა, როგორც წლების წინ იყო. ადამიანებს ახლა ბევრად მეტი შესაძლებლობა და ცოდნა აქვთ.

თუმცა, ვანგა არ არის ერთადერთი წინასწარმეტყველი, ვინც სამყაროს აღსასრულზე საუბრობს. მეცნიერები გლობალურ საფრთხეებს რეგულარულად აფასებენ და გამოკვეთენ იმ პრობლემებს, რამაც შესაძლოა, წლების შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობა გამოიწვიოს.