მას მერე, რაც ცნობილმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა მოდელ ელენე ეპიტაშვილს ხელი სთხოვა, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ კი წყვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან (სავარაუდოდ, გოგონას), ყველა ელოდა ამბის დაგვირგვინებას - ოფიციალურ ხელმოწერას და ჯვრისწერას. ასეც მოხდა. გუშინ გავრცელდა ფოტოები ხელისმოწერის ცერემონიიდან, დღეს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და ქორწილიც გადაიხადა. ფოტოებს და ვიდეოებს წყვილის მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.