მედიცინა ნახტომებით მიიწევს წინ და დღეს ბევრი დაავადება განკურნებადია. თუმცა ონკოლოგია კვლავ რჩება უმძიმეს გამოწვევად.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ზოგიერთ საკვებს შეუძლია ადამიანის კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.
ექსპერტის აზრით, თავის დასაცავად საუკეთესო საშუალება ხმელთაშუა ზღვის დიეტაა, რომელიც მენიუში ზეითუნის ზეთის, თხილეულის, ლობიოს და რაც მთავარია, თევზის ჩართვას გულისხმობს.
საკვები, რომელიც, მეცნიერების აზრით, დაავადების რისკს ზრდის, შებოლილი ხორცია, რადგან ამ ხორცპროდუქტების შესაბოლად გამოყენებული კვამლი დიდი რაოდენობით შეიცავს კანცეროგენებს.
ასევე, უმჯობესია, თავი აარიდოთ დამუშავებულ ხორცპროდუქტებს - ძეხვს, ლორს. ზოგადად წითელი ხორცი რისკფაქტორად მიიჩნევა, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის პირობებში მოხარშვისას.
ასევე კონსერვანტები და ხელოვნური დანამატებიც. ამიტომ, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ყველა სახის კონსერვის, ტკბილი გაზიანი სასმელების, საკონდიტრო ნაწარმის (ნამცხვრების, ვაფლის), ჩიფსების, პოპკორნის, მარგარინის, მაიონეზისა და რაფინირებული შაქრის მოხმარების შემცირებას.
საზიანოა ალკოჰოლური სასმელებიც, ის ზრდის ძუძუს კიბოს, ჰეპატოცელულარული კიბოს (ღვიძლის), კოლორექტალური კიბოს (ნაწლავების), საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, რძის პროდუქტებიც შესაძლოა ხელს შეუწყობდეს კიბოს განვითარებას, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მოისაზრების დონეზეა და მკაფიო რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.