ჯენკ ტორუნს თურქული სერიალების მოყვარულები კარგად იცნობენ, რადგან ბევრ სერიალშია გადაღებული. თუმცა მისი ძირითადი პროფესია ნაკლებად უკავშირდება კინოს და იყო ხანგრძლივი პერიოდი მის ცხოვრებაში, როცა კინოს ჩამოშორდა და სულ სხვა საქმით იყო დაკავებული.
1974 წლის 24 მარტს არის დაბადებული ანკარაში. მარმარის უნივერსიტეტი დაამთავრა, ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის განხრით. პარალელურად მიუჯატის სახელოვნებო ცენტრში სწავლობდა. სერიალებში მალევე გამოჩნდა და საკმაოდ პოპულარულიც იყო. თუმცა რამდენიმე წელი კინოს სრულიად იყო ჩამოშორებული და ტურიზმით იყო დაკავებული - რესტორანს მართავდა და ტურიზმის სფეროში კონსულტანტად მუშაობდა.
2010 წლიდან რამდენიმე სერიალში ითამაშა, როგორც მოწვეულმა მსახიობმა. 2022 წელს ითამაშა მთავარი როლი სერიალში "გამოსასყიდი", რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა.
იმ პერიოდში, როცა აქტიურ მსახიობობას ჩამოსცილდა, ოჯახიც შექმნა - საყვარელ ქალზე, ნევინ ტორუნზე იქორწინა, რომელთანაც ვაჟი - შანი გაუჩნდა და მთელ დროს ოჯახს და სარესტორნო საქმეს უთმობდა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ თამაშობს სერიალებში, ამბობს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ოჯახი და ძირითადი სპეციალობაა და მხოლოდ შემდეგ - კინო.