ქართული სცენის მშვენება ნანი ბრეგვაძე 88 წლისაა - მუდამ ელეგანტური ნანის ახალი ფოტოები და ახალგაზრდობის საიდუმლო - მშობლები

ქართული სცენის მშვენება ნანი ბრეგვაძე 88 წლისაა - მუდამ ელეგანტური ნანის ახალი ფოტოები და ახალგაზრდობის საიდუმლო

2024-07-21 10:55:55+04:00

ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა. მის უახლეს ფოტოებს ნიკოლოზ წულუკიძე აქვეყნებს.

452214440-10234025427723359-5047904360288271975-n-1721545487.jpg452230449-10234025426283323-7528946484051660784-n-1721545488.jpg452234821-10234025428523379-3447878263151886098-n-1721545488.jpg

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია.

nani-1693642915-1721545830.jpg

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

artworks-000135468590-0q2uer-t500x500-1721545829.jpg

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტი.

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ასევე აგრძელებენ მის გზას სცენაზე მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.

nani.jpg

არაერთხელ ჰქონია შემოთავაზება, საქართველოს გარეთ გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა არ დათანხმდა: "თბილისის გარეშე ვერაფრით გავძლებ. ჩემი საქართველო ჩემია და ამაზე უკეთესი ქვეყანა მსოფლიოში არ მეგულება! ცოტა ხნის წინ ზალცბურგში ვიყავი, მაგრამ იქაური სილამაზე ოდნავაც არ მაკვირვებს. უბრალოდ, იქ ყველაფერი ძალიან მოვლილია".

რაც შეეხება ახალგაზრდულ იერს და ელეგანტურობას, ამაზე ერთ-ერთ ინტერვიუში პასუხობს: "არ ვარ ადამიანი, რომელიც თავს არ უვლის - დღე არ არის, მოწესრიგებული არ ვიყო, მაგრამ მეტად არაფრით ვირჯები... ამ ბოლო დროს საშინელი უმადობა დამჩემდა, თორემ ჩემს სიცოცხლეში დიეტა არ დამიცავს. ძილის წინაც კი გემრიელად მივახშმია. ზოგჯერ გასტროლებზე "ორერას" კონცერტები ყოველდღე იმართებოდა და კონცერტის წინ არასოდეს ვჭამდი. უკაცრავად, მაგრამ კონცერტზე მაძღარი სახით გასვლა არ შემეძლო. მუცელიც აუცილებლად შესუნთქულივით უნდა ყოფილიყო - ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. სცენაზე გამართული, ლამაზად უნდა იდგე, მოშვებული კი არა! ჯანმრთელი ვარ და, ალბათ, ეს აისახება გარეგნობაზეც. ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, რაც, ალბათ, გენეტიკურია. ცელულიტი არასოდეს მქონია. ერთი პერიოდი იოგათი ვიყავი გატაცებული, თავზეც კი ვდგებოდი... საერთოდ, შენს თავს პატივი უნდა სცე და როცა ამას ცდილობ, ღმერთიც გეხმარება!"

დაათვალიერეთ ნანი ბრეგვაძის სახლი

ჩემი ოცნება იყო, გოგო მყოლოდა... ნატალია იყო ძალიან ცელქი, ყველაფერს ამტვრევდა... - ეკა მამალაძის და ნატალია ქუთათელაძის გულახდილი პასუხები მსგავსებაზე ნანი ბრეგვაძესთან და პრობლემებთან გამკლავების მეთოდებზე
სიძე-პატარძლის ცეკვა და ნანი ბრეგვაძის სიმღერა ეკა მამალაძის ვაჟის ქორწილში (ვიდეო)
ამბობენ, რომ კანიც კარგი მაქვს, ცელულიტი არასოდეს მქონია. შენ თავს პატივი უნდა სცე და მერე ღმერთიც გეხმარება - ნანი ბრეგვაძე სილამაზეზე და შთამბეჭდავ კარიერაზე