ნამდვილად შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ, თუ ამ 10 შეკითხვიდან 8-ს მაინც სწორად უპასუხებთ - ტესტი - მშობლები

ნამდვილად შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ, თუ ამ 10 შეკითხვიდან 8-ს მაინც სწორად უპასუხებთ - ტესტი

2024-07-22 13:59:36+04:00

ამ ტესტში რთული შეკითხვები არ არის, თუმცა სხვადასხვა სფეროდან ცოდნასა და დეტალების გახსენებას მოითხოვს. თქვენი ამოცანაა, ისე უპასუხოთ შეკითხვების უმრავლესობას, რომ ინტერნეტში არაფერი მოძებნოთ:

1. რამდენი ვარსკვლავისაგან შედგება "დიდი დათვის" თანავარსკვლავედი?

  • 8
  • 6
  • 7

2. რომელ ბრუნვაშია სიტყვა "მამის"?

  • მოთხრობითში
  • მიცემითში
  • ნათესაობითში

3. რომელია ავსტრალიის დედაქალაქი?

  • სიდნეი
  • მელბურნი
  • კანბერა

4. რომელია ადამიანის ყველაზე მძიმე ორგანო?

  • ღვიძლი
  • გული
  • ფილტვები

5. რომელ ფიგურას უწოდებენ ყველაზე სუსტს ჭადრაკში?

  • პაიკს
  • ეტლს
  • მეფეს

6. დაასრულეთ ქართული ანდაზა: "არ გათეთრდების ყორანი, რაც გინდა ხეხო ..."

  • მიწითა
  • ქვიშითა
  • ფხვნილითა

7. საერთაშორისო სისტემაში რომელია ძალის საზომი ერთეული?

  • ნიუტონი
  • პასკალი
  • ამპერი

8. რომელ წელს შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?

  • 1945 წელს
  • 1946 წელს
  • 1948 წელს

9. ვინ არის რომანის "ტრიუმფალური თაღი" ავტორი?

  • ვიქტორ ჰიუგო
  • ერიხ მარია რემარკი
  • ალბერ კამიუ

10. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე?

  • ბაგრატ III
  • დავით III
  • გიორგი III

სწორი პასუხები:

  1. 7
  2. ნათესაობითში
  3. კანბერა
  4. ყველაზე მძიმე შინაგანი ორგანო ღვიძლია, მისი წონა 1,5 კგ-ს შეადგენს. შედარებისთვის, გული საშუალოდ მხოლოდ 325 გრამს იწონის.
  5. პაიკს
  6. ქვიშითა
  7. ნიუტონი
  8. 1945 წელს
  9. ერიხ მარია რემარკი
  10. ბაგრატ III

თუ ამ სურათზე 5 წამში განსხვავებულ რიცხვს იპოვით, საკმაოდ მაღალი IQ გქონიათ - გააკეთეთ ტესტი
შეძლებთ, სკოლის პროგრამიდან დასმულ 10 შეკითხვას სწორად უპასუხოთ? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს
თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე
ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია
მარტივი ტესტი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად კარგად იცით მსოფლიოს გეოგრაფია