მშობლები შვილებს ხშირად საკუთარი გამოცდილების შესაბამისად ზრდიან - ისე, როგორ თავად გაზარდეს მშობლებმა ან პირიქით, ცდილობენ არ მოიქცნენ ისე, როგორც მათი მშობლები იქცეოდნენ. შედეგად, უამრავ შეცდომას ვიღებთ, რომლებიც ზოგჯერ ბავშვობის ტრავმის მიზეზიც ხდება.
გამოცემა Psychologies-ში წამყვანმა ფსიქოლოგებმა სცადეს აღზრდის მეთოდების კლაფიკაცია მოეხდინათ და ათ პოზიციაზე განალაგეს ისინი ყველაზე ტოქსიკურიდან ყველაზე მისაღე და ეფექტურამდე.
მე-10 ადგილი: დამცირება და გაუფასურება
აღზრდის ყველაზე ცუდი ვარიანტია. ერთდადერთი, ვინც შეიძლება ამით კმაყოფილი დარჩეს, აღმზრდელია - მან გააძლიერა საკუთარი ავტორიტეტი და საბოლოოდ დასცა და დაიმორჩილა ბავშვის თვითშეფასება შიშითა და აგრესის დახმარებით.
მე-9 ადგილი: იძულება
"უფროსებმა უკეთ იციან" – ამ დევიზით მშობლები ხშირად ახვევენ თავს საკუთარ პრინციპებსა და შეხედულებებს შვილს. „მე უკეთ ვიცი", "შენ არავინ გეკითხება", "როგორც ვიტყვი, ისე იქნება“... - ეს ფრაზები ბავშვს სამუდამოდ უკლავს დამოუკიდებელ აზრებსა და ინიციატივებს. რაც მთავარია, ნეგატიურად განაწყობს იმ საქმიანობის მიმართ, რასაც აძალებენ.
მე-8 ადგილი: სასჯელი
არ იგულისხმება ფიზიკური დასჯა - ეს მიუღებელია! ჩვენ ვსაუბრობთ სასჯელზე, როცა ბავშვს ვუწესებთ საზღვრებს. ამ შემთხვევაში სასჯელი უნდა იყოს: ა) სამართლიანი; ბ) გასაგები; გ) არა სასტიკი - და რა თქმა უნდა, არა ფიზიკური! და ცელქობისთვის ან ჭიქის შემთხვევით გატეხვისთვის დასჯა სულაც არ არის აღრზრდა, ეს სისასტიკეა.
მე-7 ადგილი: დისციპლინა
ფსიქოლოგები ამ მეთოდს ზოგადად პოზიტიურს უწოდებენ – აუცილებელია წესრიგისა და ქცევის წესების სწავლება. მაგრამ არის კიდევ ერთი პრობლემა - ბოლოს და ბოლოს, ერთია საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მეორეა ჩვენი პიროვნული "ახირებები, რომლებიც ზოგჯერ ურთულებენ ბავშვს მის გარშემო არსებულ სამყაროსთან ადაპტაციას.
მე-6 ადგილი: ჩაგონება
მშობელს ბევრი რამ შეუძლია ჩააგონოს ბავშვს და გარკვეული პირადი შეხედულებები ნორმად უქციოს, თუმცა ასეთი აღზრდის შემდეგ კრიტიკული აზროვნება და საკუთარ ლოგიკაზე დაყრდნობა უჭირთ.
მე-5 ადგილი: შეჯიბრი
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი კარგია, იმ პირობით, თუ არ გადააჭარბებთ და მთელ ცხოვრებას გამოწვვეად არ უქცევთ ბავშვს. მუდმივად სრულყოფილებისკენ სწრაფვა და სხვების ჯობნის სურვილი ხელს უშლის ადამიანს ბედნიერების მიღწევაში.
მე-4 ადგილი: დარწმუნება
კარგი მეთოდია, როდესაც ის, ვინც ზრდის, ავტორიტეტია ბავშვის თვალში. თუმცა, მხოლოდ ავტორიტეტი არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის აზრებისა და ცოდნის კომპეტენტურად გაზიარება შეძლოთ.
მე-3 ადგილი: ვარჯიში
მოთმინება და შრომა ქვეყანას გადააბრუნებს: თუ სწორად შეარჩევთ მეთოდებს სწორი უნარ-ჩვევებისთვის, მათ შორის ყოველდღიურისა და გონებრივისთვის, წარმატება გარანტირებულია.
მე-2 ადგილი: წახალისება
ეს სასჯელის საპირისპირო მხარეა. შეაქეთ ბავშვი, წაახალისეთ როგორც სიტყვებით, ასევე რაიმე სახის მატერიალური „პრიზებით“. ეს გააძლიერებს თავდაჯერებულობას და თქვენი აღზრდის წარმატებას. მნიშვნელოვანია, რომ აქაც არ გადააჭარბოთ.
1 ადგილი: პირადი მაგალითი
ფსიქოლოგები პრინციპს "გააკეთე (ან არ გააკეთო) ჩემსავით!" - აღზრდის საუკეთესო მეთოდს უწოდებენ, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ საკუთარი გამოცდილება, არამედ სხვა ადამიანების - ბებია-ბაბუის, დეიდის ან ბიძის მაგალითი. ყოველთვის პოზიტიურ ნომუშებს ნუ დაუსახელებთ - ბავშვს მათ შეცდომებზეც უნდა უამბოთ და ასწავლოთ.