"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე? - მშობლები

"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?

2024-07-23 11:38:26+04:00

ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში საქართველოს მოქალაქემიხეილ ჩხიკვიშვილიდააკავეს. მას ბრალად სიძულვილის დანაშაულის გაღვივება და მასობრივი ძალადობის დაგეგმვა ედება. 20 წლის ჩხიკვიშვილის ცნობილი მეტსახელებია:"მეთაური ყასაბი"; "მიშკა", "ყასაბი".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის, სავარაუდოდ, "მანიაკური მკვლელობის კულტის" ლიდერია. ეს ორგანიზაციაცნობილია, როგორც Maniacs Murder Cult - საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის მიჰყვება ნეონაცისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობასა და ძალადობრივ ქმედებებს რასობრივი უმცირესობების, კერძოდ, ებრაული თემისა და სხვა ჯგუფების მიმართ, რომლებსაც "არასასურველად" მიიჩნევენ. განაგრძეთ კითხვა