ლელა წურწუმიამ თავის გადაცემაში, გვანცა დარასელიასა და მის ვაჟთან საუბრისას გაიხსენა, რომ ჰქონდა მცდელობა, შვილის პროფესიის არჩევაში და მის სამომავლო გზაში ჩარეულიყო, თუმცა მარიკო მაინც თავისი გზით წავიდა.
"მე მარიკოს ჩავაბარებინე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მე მინდოდა... ერთი წელი ისწავლა და მითხრა, არ მინდაო..."