ილონ მასკმა მკვდრად გამოაცხადა ვაჟი, რომელმაც სქესი შეიცვალა - "მათ შვილი მომიკლეს..." - მშობლები

ილონ მასკმა მკვდრად გამოაცხადა ვაჟი, რომელმაც სქესი შეიცვალა - "მათ შვილი მომიკლეს..."

2024-07-24 12:06:44+04:00

მილიარდერმა ილონ მასკმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მან მკვდრად გამოაცხადა ვაჟი ქსავიე, რომელმაც 2020 წელს სქესი შეიცვალა. მასკმა მომხდარში ექიმები და ვოკიზმის იდეოლოგია დაადანაშაულა (ვოუკი პოლიტიკური ტერმინია და აღნიშნავს მომატებულ ყურადღებას სოციალური, რასობრივი და სქესობრივი სამართლიანობის საკითხებისადმი. ვოკიზმმა ან ვოუკიზმმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა 2010-იანი წლების ბოლოს და გამოიყენება მემარცხენე პოლიტიკის, ლიბერალური მოძრაობის, ფემინიზმისა და ლგბტ-აქტივიზმის ზოგად აღმნიშვნელად). "მე შვილი დავკარგე. ჩემი ვაჟი ქსავიე მკვდარია, ის ვოკიზმის ვირუსმა მოკლა", - აღნიშნა მასკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

2020 წელს მასკის ვაჟი 18 წლის იყო, როცა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ვივიან ჯენა უილსონი გახდა. სქესის შეცვლამდე ის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს იღებდა. 53 წლის მილიარდერი ამტკიცებს, რომ ის "აიძულეს" ხელი მოეწერა ამ საშუალებების მიღების ნებართვაზე, რადგან დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს შეეძლო თავი მოეკლა. მასკი ამბობს, რომ არ იცოდა, რას ითხოვდნენ მისგან. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა კორონავირუსის პანდემიამ. "მე მომატყუეს. არავის აუხსნია, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, ეს ფაქტობრივად, არის წამლები სტერილიზაციისთვის. ასე რომ, მე, შეიძლება ითქვას, დავკარგე ჩემი შვილი. მე მას ვერ ვეძახი იმ სახელს, რაც დაბადებისას დავარქვი, იმიტომ, რომ მან შეიცვალა სქესი და სახელი. ჩემი შვილი ქსავიე მკვდარია".

b-e54265aee4b914764e982983af924f39-1721810805.jpg

მასკმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ვოკიზმის იდეოლოგიას დააკისრა და მას ბოროტება უწოდა, რომლის პროპაგანდისთვისაც ხალხი ციხეში უნდა იჯდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი ვაჟის ისტორიის შემდეგ მან დაიფიცა, "გაანადგუროს ვოკიზმის ვირუსი".

eipbfjf8u8eozwv8l8xsdshsai237qrc-1721810805.jpg

ილონ მასკს პირველი შვილი, პირველ მეუღლესთან, 10 დღის ასაკში მოუკვდა ჩვილთა მოულოდნელი სიკვდილის სინდრომით. კიდევ 5 შვილი გაუჩნდა პირველ ქორწინებაში. შემდეგ ქალ-ვაჟი მომღერალ გრაიმსთან, და კოლეგა შივონ ზილისმა მას კიდევ სამი შვილი გაუჩინა.