მრავალშვილიანი დედა, რომელიც ორსულობისას ავტოკატასტროფაში მოყვა და ეტლს მიეჯაჭვა, გია ფერაძის ვაჟს მიჰყვება ცოლად - გიორგი ფერაძის ახალი სიყვარული - მშობლები

მრავალშვილიანი დედა, რომელიც ორსულობისას ავტოკატასტროფაში მოყვა და ეტლს მიეჯაჭვა, გია ფერაძის ვაჟს მიჰყვება ცოლად - გიორგი ფერაძის ახალი სიყვარული

2024-07-24 22:47:53+04:00

18 ივლისს რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში გორკის ფესტივალის დახურული წვეულება გაიმართა. ღონისძიება ქართული მედიის ყურადღებას ნაკლებად დაიმსახურებდა, რომ არა ერთი ფაქტი, რომელიც წარმოშობით ქართველ მსახიობს ეხებოდა.

  • კინო ფესტივალზე ნიკიტა მიხალკოვის თეატრის მსახიობმა, გიორგი ფერაძემ საცოლეს ქსენია ბეზუგლოვას საჯაროდ სთხოვა ხელი. ვიდეოში ფერაძე ქსენიას ეკითხება.

- მიყვარხარ, თანახმა ხარ? (ამ დროს ხსნის პატარა ყუთს, რომელში ბეჭედია მოთავსებული). ქსენია ამბობს - არა. ფერაძე არ იბნევა და ქსენიას კიდევ ერთხელ ეკითხება, ახლა, ამ უცხო ხალხის თანდასწრებით გამეცი სწორი პასუხი, თორემ დაგკბენ.

ქალი პასუხობს: კი, ჩემო სიყვარულო - და წყვილი ერთმანეთს გადაეხვევა.

მოგვიანებით, ფერაძემ ვიდეო სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა:

"მან თქვა დიახ. ქსენია, მიყვარხარ.

ყველაფერი ბოლო მომენტამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ქსენიამ არ იცოდა, არ ელოდა, ვერც გამოიცნო რა ხდებოდა, მაგრამ ის ნამდვილად მზად იყო, როგორც მე! ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეებიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ის, ვისაც მე ცოლობას შევთავაზებდი!“ განაგრძეთ კითხვა