"ჯობს, ბაღში წასვლა გადადოთ..." - როგორ უნდა მიხვდეთ, ფსიქოლოგიურად მზად არის თუ არა ბავშვი ბაღისთვის და როდის ჯობია ოჯახური გარემო ბაღისას - მშობლები

"ჯობს, ბაღში წასვლა გადადოთ..." - როგორ უნდა მიხვდეთ, ფსიქოლოგიურად მზად არის თუ არა ბავშვი ბაღისთვის და როდის ჯობია ოჯახური გარემო ბაღისას

2024-07-25 11:21:32+04:00

როგორც წესი, პატარები საბავშვო ბაღში 3 წლის ასაკიდან მიჰყავთ. ერთი შეხედვით, ეს იდეალური ასაკია - პატარას სოციალიზაცია და დამოუკიდებლობის განვითარება სჭირდება. დედაც სამსახურს უნდა დაუბრუნდეს დეკრეტული შვებულების შემდეგ. მაგრამ არიან ბავშვები, რომლებისთვისაც საბავშვო ბაღს სარგებელი არ მოაქვს, მეტიც, ზიანს აყენებს მათ. რა შემთხვევაში ხდება ასე?

  1. თუ ბავშვი მუდმივად დედაზეა მიჯაჭვული

ასეთი ბავშვები ჯერ უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ დედა ყოველთვის თან არ ეყოლებათ. ამას თანდათან უნდა მიაჩვიოთ. ასწავლოთ ოთახში დამოუკიდებლად თამაში, ან ცოტა ხნით ბებია-ბაბუასთან დატოვეთ. ასე ბავშვს გაუადვილდება საბავშვო ბაღთან ადაპტაცია.

თუმცა, ეს ხერხი ყოველთვის არ მუშაობს. თუ ბავშვი მაინც ვერ შორდება დედას, ჯობს, ბაღში წასვლა გადადოთ და გააგრძელოთ მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღი მისთვის საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ იქნება.

  1. ემოციური ბავშვები

მათ ჰიპერმგრძნობელებსაც უწოდებენ, ანუ მათ ყველაფერი ძალიან მძაფრად აღიქვამენ. თუ ვინმე საბავშვო ბაღში სათამაშოს აჩუქებს, ის უკვე ახლო მეგობარია, მაგრამ თუ შემთხვევით ხელი მოუხვდა, მაშინ მტრად მიიღებს.

ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, უნდა წავიდნენ საბავშვო ბაღში, მაგრამ მასწავლებელი საქმის კურსში უნდა იყოს მისი თვისებების შესახებ. საუკეთესო ვარიანტია დაელოდოთ სანამ ბავშვის ფსიქიკა გაძლიერდება.

  1. მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვი

მეტყველების პრობლემები საკმაოდ დიდი ბარიერია ბაღში ადაპტაციისთვის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ დაელოდოთ მის განვითარებას და ამის შემდეგ მიიყვანოთ ბაღში.

თუ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზი მაინც გაქვთ, დიდი შანსია, რომ ბავშვი ჯერ კიდევ არ არის ფსიქოლოგიურად მზად საბავშვო ბაღისთვის. ყველა ბავშვი განსხვავებულად ვითარდება და შეიძლება, 3 წლის ასაკისთვის მისთვის დედის გვერდით, ოჯახურ გარემოში გატარებული დრო უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე საბავშვო ბაღი.