"მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა... რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?!" - სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ - მშობლები

"მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა... რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?!" - სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ

2024-07-25 22:19:34+04:00
სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ახლობლები და ნათესავები ავრცელებენ:
"თავს ვიკავებდით ამ პოსტისგან - ისევ ახლობლების განერვიულება არ გვინდოდა.
მაგრამ…
მეხუთე დღეა ბიძაშვილს ეძებენ სვანეთის ტყეებში! მეხუთე დღეა უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული ორი ახალგაზრდა.
რით ვერ აფრინდა ვერტმფრენი და შესაბამისად აღჭურვილი დრონები აქამდე?! რით ვერ დაიწყო შესაფერისი ძებნა აქამდე?!
ხუთი დღეა გასული და რა ვერტმფრენის ასაფრენად საჭირო ბიუროკრატიაზე და საბუთების მზადებაზეა საუბარი. ან რა ნისლია მაინცდამაინც იმ ტყის თავზე ასეთი, როცა მთელი სვანეთი უღრუბლოდაა? ვურეკავ ბრიგადასთან ერთად საძებრად წასულ ჩემს ძმას და მიდასტურებს, რომ მთის იმ მხარეს, სადაც თვითონაა არანაირი ნისლი არაა! ჩალითაც არ ვართ გადახურულები?!
ჩასაფრებულის პოზიციიდან მართლაარ ვწერთ (ან სად გვაქვს ამისი თავი). სამწუხაროდ, უძლურის და შეშინებულის პოზიციიდან ვწერთ და ვთხოვთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას დროულ და ადეკვატურ რეაგირებას!!!!"