როგორები არიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონის, გრეის კელის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები - მშობლები

როგორები არიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონის, გრეის კელის და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები

2024-07-26 11:32:04+04:00

ამ ცნობილმა ადამიანებმა თავიანთი შემოქმედებითა და საქმიანობით თავი მთელ მსოფლიოს დაამახსოვრეს. მათი მემკვიდრეებიდან კი ზოგიერთმა ბებია-ბაბუის გზა აირჩია, ზოგიც საზოგადოების წინაშე სრულიად განსხვავებული ფორმით წარდგა. დღეს მოგიყვებით, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ოდრი ჰეპბერნის, ალენ დელონისა და სხვა ცნობილი ვარსკვლავების შვილიშვილები:

შარლოტა კაზირაგი, გრეის კელის შვილიშვილი

image1-20-1721979586.jpg

გრეის კელი არა მხოლოდ ჰოლივუდში, არამედ მონაკოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ ქალად ითვლებოდა და უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. მან წარმატებულ სამსახიობ კარიერაზე ოჯახის გამო უარი თქვა და მონაკოს პრინც რენიეზე დაქორწინდა. რაც შეეხება შარლოტას, ის ახლა მონაკოს სამთავროს მთავარ ლამაზმანად ითვლება. გოგონას, გამორჩეული გარეგნობის გამო, მოდელობა ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებდნენ. შარლოტა პოდიუმებზე არ გამოდის, თუმცა არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და უკვე მრავალი წელია, Gucci-ს საპატიო ელჩია.

ძლიერი გენები - როგორ გამოიყურებიან მონაკოს ულამაზესი პრინცესის, გრეის კელის შთამომავლები

სელა მარლი, ბობ მარლის შვილიშვილი

image2-20-1721979596.jpg

ბობ მარლი მუსიკის ნამდვილ ლეგენდად აღიარეს და მასაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. მეტიც, ქალებში განსაკუთრებით პოპულარული იყო და სექსსიმბოლოსაც უწოდებნდნენ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მომღერალს 11 შვილი ჰყავდა, აქედან 6 ოფიციალური ქორწინების გარეშე დაიბადა. ჯერჯერობით მისი შვილებიდან და შვილიშვილებიდან ამხელა მასშტაბის წარმატებას ვერც ერთმა მიაღწია, თუმცა სელა მარლი საზოგადოების ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს. გოგონა მოდელია, თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Dior, Ivy Park და ჩანთების წარმოების ცნობილი ბრენდის AGL-ის მუზაა.

პატრიკ დისნეი მილერი, უოლტ დისნეის შვილიშვილი

image3-15-1721979606.jpg

ცნობილი ბაბუისგან განსხვავებით, რომელიც მრავალი ანიმაციური ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი, უამრავი ბავშვის გამხარებელი და Disney Company-ს დამაარსებელი იყო, მისმა შვილიშვილმა და ერთ-ერთ მემკვიდრემ, პატრიკ დისნეი მილერმა საზოგადოებას თავი კრიმინალით გააცნო. ბიჭი 2009 წელს ლოს-ანჯელესში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. მაშინ საერთაშორისო მედია წერდა, რომ ბიჭის გათავისუფლებისთვის ოჯახმა 70 ათასი დოლარი გადაიხადა. ახლა პატრიკის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

შონ ჰემინგუეი, ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი

image4-11-1721979617.jpg

ერნესტ ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული. ცნობილი ამერიკელი მწერლის ერთ-ერთი შვილიშვილი, შონი, არქეოლოგი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ბერძნული და რომაული ხელოვნების განყოფილების კურატორია. შონმა ცნობილი ბაბუის წიგნები არაერთხელ დაარედაქტირა. თავადაც არაერთი ნაშრომის ავტორია. ძველი საბერძნეთის ხელოვნებას კი წიგნი მიუძღვნა.

ჰემინგუეის წყევლა - მწერლის, მამამისის, ძმის, შვილისა და შვილიშვილის უჩვეულო გარდაცვალებები

ემა ფერერი, ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილი

image6-8-1721979627.jpg

ემას ცნობილ ბებიას ხშირად ადარებენ, თუმცა გოგონას ინდივიდუალური, გამორჩეული გარეგნობა აქვს და ადამიანების ყურადღებას ხშირად იპყრობს. ის 20 წლისაა, ფლორენციის ხელოვნებათა აკადემიაში სწავლობს და პარალელურად, მოდელიცაა. ემა პოპულარულ დასავლურ ჟურნალებში არაერთხელ გამოჩნდა.

article-2722924-207987a100000578-218-636x382-1721982823.jpg

emma-ferrer-harper-bazaar-1721982823.jpg

ვინ არიან ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილები და ჰგვანან თუ არა მას

უნა ჩაპლინი, ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი

image7-10-1721979637.jpg

უნამ სახელი ბებიის, უნა ო'ნილის, ჩაპლინის ცოლის პატივსაცემად მიიღო. კომიკოსს სულ ოთხი ცოლი ჰყავდა. გოგონა, ბაბუის მსგავსად, შემოქმედებით სფეროშია. მან რამდენიმე ფილმში ითამაშა, 2014 წელს კი კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე იყო ნომინირებული. უნას ერთ-ერთი ცნობილი როლი სერიალში "სამეფო კარის თამაშები" აქვს. ის ტალისა სტარკს ასახიერებს.

ელისონ ლე ბორჟი, ალენ დელონის შვილიშვილი

image8-4-1721979647.jpg

ალენ დელონის შვილიშვილმა ცნობილი ბაბუისაგან მემკვიდრეობით არა მხოლოდ გამორჩეული გარეგნობა, არამედ ნიჭიც მიიღო. გოგონა სამსახიობო კარიერის აგებას ცდილობს და სხვადასხვა ფილმში მონაწილეობს. მათ შორისაა, "ცისფერი კუნძული" და "ნეონის ანგელოზი". მართალია, ჯერჯერობით ამ სფეროში ბაბუის მსგავსი აღიარება არ აქვს, თუმცა, ელისონი უკვე დიდი ხანია, წარმატებული მოდელია და პოპულარულ ჟურნალებშიც ხშირად ჩნდება.

alyson-le-charme-en-heritage-1721982848.jpg
ალენ დელონი, მისი ვაჟი და შვილიშვილი

ვინც მამაზე ღელავთ, უბრალოდ გპასუხობთ: არ ინერვიულოთ - როგორ გამოიყურება 88 წლის ალენ დელონი? მსახიობის შვილი უახლეს ფოტოს აქვეყნებს

რაილი კიო, ელვის პრესლის შვილიშვილი

image9-4-1721979656.jpg

რაილი კიო პოდიუმზე 14 წლის ასაკიდან დგას, კინოკარიერა კი 20 წლიდან დაიწყო. მას არაერთი წარმატებული როლი აქვს. განსაკუთრებით ცნობილი კი ფილმით "შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა" გახდა. გადასაღებ მოედანზე გოგონამ ბენ-სმიტ პეტერსონი გაიცნო, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა.

წონის დაკლება სიცოცხლის ფასად დაუჯდა - ელვის პრესლის ქალიშვილის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი გასაჯაროვდა

ტუკი ბრანდო, მარლონ ბრანდოს შვილიშვილი

image10-3-1721979666.jpg

მარლონ ბრანდომ არაერთი მაყურებლის გულის დაიპყრო. მისი შვილიშვილი ბაბუის გზის გაყოლას არ აპირებს, თუმცა ბიჭი წარმატებული მოდელი და VERSACE-ს მოდის სახლის სახეა.

მსოფლიო კინოვარსკვლავი, რომელსაც მშობლებისგან სითბო არასდროს მიუღია, 11 ბიოლოგიური და 3 ნაშვილები შვილის მამა გახდა - ბაძავდნენ ალ პაჩინო, ელვის პრესლი... თავად კი არასოდეს იყო ბედნიერი

დაკოტა ჯონსონი, ტიპი ჰედრენის შვილიშვილი

image12-1-1721979697.jpg

ფილმის "გრეის 50 ელფერი" გამოსვლის შემდეგ, დაკოტა ჯონსონის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მას დღემდე წარმატებული კარიერა აქვს. მისი ბებია, ტიპი ჰედრენი კი კინოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლადაა აღიარებული.

ჯეკ ჰიუსტონი, ჯონ ჰიუსტონის შვილიშვილი

image13-1-1721979706.jpg

ჯეკ ჰიუსტონი ჩვენი დროის ერთ-ერთი პერსპექტიული მსახიობია. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმებია: "ღამის მატარებელი ლისაბონში" და "ამერიკული აფიორა." ჯეკი ოსკაროსანი რეჟისორის, მსახიობის და სცენარისტის, ჯონ ჰიუსტონის შვილიშვილია.