რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ნორმალური ციკლი, როდის ითვლება მენსტრუაციის გადაცდენა საყურადღებოდ და რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას - მანანა მგალობლიშვილი საუბრობს - მშობლები

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ნორმალური ციკლი, როდის ითვლება მენსტრუაციის გადაცდენა საყურადღებოდ და რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას - მანანა მგალობლიშვილი საუბრობს

2024-07-26 13:45:49+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს, რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას, რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის გადაცდენა და რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ის:

- ნორმალური მენსტრუაციის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე პერიოდს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე 21-დან 35 დღე არსებული მონაკვეთი ნორმალურია.

თუ ქალს ერთჯერადად ჭარბი მენსტრუაცია დაუფიქსირდა, მაგრამ არა ისეთი ჭარბი, რომ გადაუდებელი დახმარება დასჭირდა ან შრომისუნარიანობა დაუქვეითდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შემთხვევაა და ასეთი შემთხვევები ხდება. შეიძლება, ზოგჯერ უფრო ჭარბი მენსტრუაცია იყოს, ზოგჯერ უფრო ნაკლები. მაგრამ, თუ ქალს ჭარბი მენსტრუაცია რეგულარულად აქვს, დღეში 6-7 პაკეტზე მეტს ხარჯავს, გამონადენი არის კოლტებით, შრომისუნარიანობა უქვეითდება, აქვს დაბალი ჰემოგლობინი, რასაკვირველია, ექიმს უნდა მიმართოს.

ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი შეიძლება, საშვილოსნოს ქსოვილოვანი წარმონაქმნი იყოს, პოლიპი, ფიბრომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ანუ საშვილოსნოს ღრუს ქსოვილის გასქელება, რომელიც მენსტრუაციის დროს ბოლომდე არ ჩამოიშლება.

მენსტრუაციის გადაცდენა ერთჯერადად, თუ პაციენტს სხვა არაფერი აწუხებს და მაქსიმუმ 7 დღე გრძელდება, შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. ის შესაძლოა რაიმე სახის სტრესთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის, გაციებასთან, დაავადებასთან, მგზავრობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ გადაცილება ერთ კვირაზე მეტია ან მეორდება პერიოდულად, ეს ნორმალური არ არის და ექიმ-გინეკოლოგს უნდა მიმართოთ.

თუ ციკლის დროს გეცვლებათ ხასიათი, გაქვთ მუცლის და სარძევე ჯირკვლების ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა... - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, რა ნიშნებით ვლინდება პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ
სიცივე, გადაღლა, სტრესი, ყოველდღიური პაკეტების რეგულარული გამოყენება საშოს ადგილობრივ იმუნიტეტს აქვეითებს - მანანა მგალობლიშვილი ყველაზე გავრცელებული ჩივილების შესახებ
იწვევს თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა ნაადრევ კლიმაქსს და მოქმედებს თუ არა სქესობრივ აქტივობაზე - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს
ყველა კისტა საოპერაციო არ არის... - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, როდისაა საკვერცხის კისტის დროს ოპერაციის ჩატარება აუცილებელი