რა ხდება, თუ ბავშვი საზამთროს კურკებიანად ჭამს და ნაყოფის რა ნაწილში გროვდება ყველაზე მეტი მავნე ნივთიერება - მშობლები

რა ხდება, თუ ბავშვი საზამთროს კურკებიანად ჭამს და ნაყოფის რა ნაწილში გროვდება ყველაზე მეტი მავნე ნივთიერება

2024-07-26 14:36:02+04:00

საზამთროს ჭამა პრაქტიკულად შეუძებელია კურკების გადაყლაპვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არც ზომით არის დიდი და არც ძალიან მკვრივია, მშობელს მაინც აშინებს,, როცა ბავშვი საზამთროს კურკებიანად მიირთმევს. ამიტომ ფრთხილად არჩევს ნაჭერს, სანამ შვილებს მიაწოდებს. ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ საზამთროს კურკის გადაყლაპვა ზიანს არ აყენებს - განსხვავებით ალუბლის კურკისგან.

საზამთრო სასარგებლო გავლენას ახდენს კუნთებზე, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ამცირებს კიბოს რისკს. და ეს ყველაფერი მასში შემავალი მანგანუმის, ფოსფორის, კალიუმის, ფოლიუმის მჟავის, რკინისა და თუთიის წყალობით. ეს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები ეხმარება ტვინსა და ნერვულ სისტემას სწორად ფუნქციონირებაში, ხოლო ფოსფორი ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლის ფორმირებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

საზამთროს შავი ფერის კურკა ბოლომდე დამწიფებული თესლია, რომელიც მზად არის დარგვისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პირდაპირ მუცელში გაიღებს ფესვებს. რა თქმა უნდა, ასეთი თესლის ღეჭვა რთულია, მაგრამ თურმე საზამთროს მარცვლების ჭამა ჯანსაღია!

დიეტოლოგ ლორენ მანეკერის South Living-თან გაკეთებული განცხადების თანახმად, საზამთროს კურკა მდიდარია საკვები ნივთიერებებით.

როგორც თეთრ, ასევე საზამთროს შავი თესლს დიდი კვებითი ღირებულება აქვს. ამბობენ, რომ გოგრის თესლივით თუ მოხალავთ, ისეთივე გემრიელი იქნება.

კურკაში შემავალი მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებაში, აუმჯობესებს ნერვულ სისტემას და ინარჩუნებს სტაბილურ არტერიულ წნევას. ისინი ასევე შეიცავენ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ქოლესტერინს აქვეითებენ და გულის შეტევის ან ინსულტის ალბათობას ამცირებს. ასე რომ, კურკა რბილობზე ნაკლებ სასარგებლო არ არის. თავარი რეკომენდაციაა, წითელ რბილობს არ მიაყოლოთ და არ მიირთვათ საზამთროს ქერქი, რომელიც ყველაზე მავნე ნივთიერებებს აგროვებს.

რა მოხდება, თუ ბავშვი ბლის კურკებს გადაყლაპავს
რატომ არის საშიში ვაშლის კურკის გადაყლაპვა, რა ზიანი მოაქვს გამწვანებულ კარტოფილს და რატომ არის აუცილებელი ლობიოს პირველი ნახარშის გადაღვრა - ექიმები ცნობილი პროდუქტების საფრთხეებზე
საზამთროს კურკების დღემდე უცნობი სასწაულმოქმედი თვისებები - კურნავს სხვადასხვა დაავადებას
ბალიში-სათბური ალუბლის კურკებისგან - საუკეთესო საშუალება თქვენს საოჯახო აფთიაქში