მძიმედ დაავადებული სელინ დიონის მოულოდნელი გამოჩენა სცენაზე - ჰონორარი, რომელიც მომღერალს გადაუხადეს ამ მამაცი ნაბიჯისთვის და მუდმივი ბრძოლა ავადმყოფობასთან - მშობლები

მძიმედ დაავადებული სელინ დიონის მოულოდნელი გამოჩენა სცენაზე - ჰონორარი, რომელიც მომღერალს გადაუხადეს ამ მამაცი ნაბიჯისთვის და მუდმივი ბრძოლა ავადმყოფობასთან

2024-07-27 12:14:09+04:00

პარიზის ოლიმპიური თამაშების გრანდიოზულ გახსნაზე ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო სელინ დიონის გამოსვლა. მსოფლიო ვარსკვლავს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ყველა გულშემატკივრობდა განსაკუთრებით ბოლო დროს, როცა საკმაოდ მძიმე განსაცდელის წინაშე დადგა, რის გამოც რა ხანია, სცენაზე არ გამოსულა.

ტრაგიკული ამბები 2016 წლიდან დაიწყო, როცა ერთადერთი სიყვარული, მეორე ნახევარი დაკარგა და ეს ამბავი ძალიან მძიმედ განიცადა. 2019 წელს ცოტა ხნით დაუბრუნდა სცენას და რამდენიმე წელში საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რომელიც მილიონში 1-2-ს ემართება. ეს არის ცენტრალური ნევრული სისტემის დაავადება, ე.წ. კუნთების დაჭიმულობის სინდრომი - ამ დროს პაციენტს გამუდმებით დაჭიმული აქვს კუნთები და მტკივნეულ სპაზმებს განიცდის. სწორედ ამგვარი სიმპტომები აქვს სელინ დიონს. მას ყოველდღიურად აქვს უკონტროლო სპაზმები, ასევე ამის გამო უჭირს ხშირად სიარული და სიმღერა.

dion-74695-1719387719-1722069359.jpg

სელინის თქმით, ყოველდღე მუშაობს იმაზე, რომ თავისი დაავადება მიიღოს. "ყველაფერი ნორმალურადაა. მაგრამ ჯერ ბევრი მაქვს სამუშაო. ვსწავლობ ამის მიღებას. კვირაში 5 დღე თერაპიებზე დავდივარ. უნდა ვისწავლო ამ დიაგნოზით ცხოვრება და შევწყვიტო შეკითხვების დასმა... - ამბობს სელინი, - ვერ დავამარცხე დაავადება, ის ჯერ კიდევ ჩემშია და სულ იქნება. იმედი მაქვს, ვიპოვით რაიმე სასწაულებრივ გზას სამეცნიერო კვლევების დახმარებით, თუმცა ჯერჯერობით უნდა ვიცხოვრო ამით".

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გამაოგნებელი იყო მოულოდნელად მისი სცენაზე გამოჩენა. 5 წელია, სელინი ცოცხალ სცენაზე არ გამოსულა და უცებ ასე გრანდიოზულად გამოვიდა. სელინმა ეიფელის კოშკთან იმღერა ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერა და როგორც ამბობენ, ამ გამოსვლისთვის მას ჰონორარის სახით 2 მლნ დოლარი გადაუხადეს.

55 წლის სელინ დიონის ცხოვრება მძიმე დიაგნოზით, საყვარელი ქმრის და სცენის გარეშე - ეს უიშვიათესი დაავადებაა... ყოველდღიური ბრძოლა მიწევს...