ზინედინ ზიდანის 30-წლიანი ქორწინება და ოთხი ვაჟი, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ - მშობლები

ზინედინ ზიდანის 30-წლიანი ქორწინება და ოთხი ვაჟი, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ

2024-07-27 13:04:00+04:00

პარიზში გამართულმა ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზულმა ცერემოანიამ მაყურებელი აღაფრთოვანა. ამ დიდებულ და ამაღელვებელ სანახაობაში ერთ-ერთი მთავარი როლი ოლიმპიადის მეჩირაღდნეებს ერგოთ. ერთ-ერთი მეჩირაღდნე ფეხბურთის ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი გახლდათ. წარმატებული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც ზიდანი არა მარტო ფრანგების, არამედ მთელი მსოფლიოს საყვარელ სპორტსმენად რჩება, რაშიც დიდი როლი მის ოჯახსაც მიუღძვის. ყოფილი ფეხბურთელის და ახლა უკვე წარმატებული მწვრთნელის ოჯახს ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევენ.

ზიდანი და მისი მეუღლე პირველად 16 წლის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს და 21 წლის ასაკში დაქორწინდნენ. მას შემდეგ 30 წელია, ერთად არიან და 4 ვაჟი ჰყავთ. ზიდანი ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს და უამრავი ადამიანისგან თბილ კომენტარებს იღებს.

zidani-1722072595.jpg

ზიდანის ცოლი, ვერონიკა ფერნანდესი, საკმაოდ პოპულარულია. წყვილმა ქორწილი 1994 წელს ბორდოში გადაიხადა. მას შემდეგ წყვილი ერთად არიან და თუ სოციალურ ქსელებს დავუჯერებთ, იდეალური ურთიერთობა აქვთ.

ზიდანსა და ვერონიკას 4 ვაჟი ჰყავთ და ოთხივე ფეხბურთელია. წყვილს პირველი ვაჟი, ენცო ზიდანი 29 წლისაა.

ის დაოჯახებულია და ორი წლის წინ მამაც გახდა.

enzo-zidan-1722072992.jpg

მეორე ვაჟი, ლუკა, 26 წლისაა და მეკარეა.

luka-zidan-1722073094.jpg

მესამე ვაჟი, ტეო, 22 წლის გახლავთ და ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც ფეხბურთელია, ნახევამცველის პოზიციაზე თამაშობს.

teo-zidan-1722073233.jpg

ოჯახის უმცროსი წევრი, მეოთხე ვაჟი, ელიასი 19 წლისაა. ისიც საფეხბურთო კარიერას იშენებს.

zdan-1722073829.jpg

ზიდანების დიდი ოჯახი ძძალიან მეგობრულია. ოჯახი ტრადიციულად, ერთად მიდის დასასვენებლად და გულშემატკივრებს ერთობლივ ფოტოებს უზიარებს. ხშირად მართავენ ოჯახურ შეკრებებს.

fb-img-1722072043699-1722073846.jpg

სსოცქსელის მომხმარებლები განსაკუთრებით აღფრთოვანებულნი რჩებოან ვერონიკას გარედნობით და ახალგაზრდული სხეულით. 51 წლის ვერონიკა ფერნანდესი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, ხშირად ჩნდება ოჯახურ ფოტოებში და შესანიშნავ ფორმაშია.

ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, ისიც რეგულარულად ვარჯიშობს, აქტიური ცხოვრების წესი აქვს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის მისი ფორმებისა და ახალგაზრდული იერის მთავარი საიდუმლო.

veronique-celle-qui-fait-battre-le-coeur-de-zinedine-zidane-1722073907.jpg

ზინედინ ზიდანი წარმოშობით ალჟირელია. დაიბადა ყველაზე ღარიბ უბანში — კასტელანში, სადაც, როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა — ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა უნივერმაღში დამფასოებლად მუშაობდა. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო: და — ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად პლასტმასის ბოთლი ასრულებდა. მას ველოსიპედი და ძიუდოც უყვარდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.

14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. აქედან დაიწყო მისი წარმატება, რომელმაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია.