ამ ტესტის ყველა შეკითხვას სწორ პასუხს მხოლოდ ის გასცემს, ვისაც კარგი ზოგადი განათლება აქვს - მშობლები

ამ ტესტის ყველა შეკითხვას სწორ პასუხს მხოლოდ ის გასცემს, ვისაც კარგი ზოგადი განათლება აქვს

2024-07-29 09:59:09+04:00

ქვემოთ ჩამოთვლილი 10 შეკითხვა მარტივი ნამდვილად არ არის და ცოდნას ბევრი განსხვავებული სფეროდან მოითხოვს. თუმცა, თქვენი ამოცანაა, შემოთავაზებული წინადადებებიდან, გაარკვიოთ, რომელია მართალი და რომელი - ტყუილი. უმაღლესი შედეგის დაფიქსირებას კი ის შეძლებს, ვისაც შესანიშნავი ზოგადი განათლება აქვს:

1. მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობის დროს ხდება.

  • ტყუილია
  • მართალია

2. მეხი ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ ვარდება.

  • მართალია
  • ტყუილია

3. მარჯანი - ცხოველის სახეობაა.

  • ტყუილია
  • მართალია

4. გრენლანდია ჩვენი პლანეტის უდიდესი კუნძულია.

  • მართალია
  • ტყუილია

5. ონავარი მამალი ფუტკრის სახელია.

  • მართალია
  • ტყუილია

6. ადამიანი ჟანგბადის ნაკლებობის გამო ამთქნარებს.

  • მართალია
  • ტყუილია

7. ძაღლები მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში ხედავენ.

  • მართალია
  • ტყუილია

8. ცხელი წყალი უფრო სწრაფად აქრობს ხანძარს, ვიდრე ცივი წყალი.

  • მართალია
  • ტყუილია

9. ტელეფონი ალექსანდერ ბელმა გამოიგონა.

  • ტყუილია
  • მართალია

10. პაპირუსს ძველ ეგვიპტეში საწერ მასალად იყენებდნენ.

  • მართალია
  • ტყუილია

სწორი პასუხები:

  1. მართალია - მთვარის დაბნელება მხოლოდ სავსემთვარეობის დროს ხდება, მაშინ, როდესაც დედამიწა თავის ერთადერთ თანამგზავრს მზისგან სრულად ფარავს.
  2. ტყუილია - ალბათობა იმისა, რომ მეხი ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ დაარტყამს, 45%-ია და არა 0%.
  3. მართალია - ადამიანებს მე-18 საუკუნემდე სჯეროდათ, რომ მარჯანი მცენარე იყო. შემდეგ უილიამ ჰერშელმა მიკროსკოპით აღმოაჩინა, რომ მარჯნებს ცხოველისთვის დამახასიათებელი უჯრედის თხელი მემბრანა ჰქონდათ. მარჯანი არა მხოლოდ ცხოველი, არამედ ნამდვილი მტაცებელია. ისინი ფიტოპლანქტონებით, პატარა თევზებითა და კრევეტებით იკვებებიან. თუმცა, ისინი ჩვეულებრივი ცოცხალი მიკროორგანიზმები არ არიან, რადგანაც სასუნთქი ორგანოები და გრძნობები არ აქვთ.
  4. მართალია - გრენლანდია ჩვენი პლანეტის უდიდესი კუნძულია. მისი ფართობი 2 მილიონ კვ.კმ-ზე მეტია.
  5. ტყუილია - ონავარი კრაზანაა და ფუტკრის მთავარი მტერია. ის სწორედ ფუტკრით იკვებება.
  6. მართალია - ადამიანები ყველაზე ხშირად დაღლილობის ან მოწყენილობის გამო ამთქნარებენ, რადგან ასეთ მომენტებში ჩვეულებრივზე ნელა სუნთქავენ. შედეგად, ორგანიზმში ნაკლები ჟანგბადი ხვდება და ჭარბი ნახშირორჟანგის მოსაშორებლად მთქნარებას იწყებს. ზოგადად კი მთქნარება რეფლექსია, რომელიც აღიძვრება დაღლილობისას, ადამიანის დახუთულ და გაბოლილ ოთახში ყოფნისას, გულის მუშაობის გაუარესებისას, კუნთების აქტივობის (დატვირთვის) შემცირებისას, ძილღვიძილისას. გამოიხატება ღრმა და ხანგრძლივი ჩასუნთქვით, შემდგომ კი შედარებით სწრაფი ამოსუნთქვით.
  7. ტყუილია - ძაღლებს ფერთა სრულ დიაპაზონზე ნამდვილად არ აქვთ წვდომა, თუმცა ისინი შავი და თეთრი ფერების გარდა, სხვა ფერებსაც აღიქვამენ. ერთადერთი ფერი, რომელსაც ძაღლი ვერ აღიქვამს, წითელია. ძაღლს შეუძლია დაინახოს ლურჯი, თეთრი, ღია ყვითელი, ცისფერი. თუმცა, ძალიან მქრქალ ფერებს ვერ აღიქვამენ.
  8. მართალია - ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად ცივ წყალზე ეფექტური, ცხელი წყალია. ცივი წყლის გამოყენებისას, იგი თავდაპირველად თბება და ადუღების ტემპერატურამდე მიდის. ხოლო, ცხელ წყალს აორთქლებისთვის ნაკლები დროს სჭირდება, ცეცხლიდან სითბოს უფრო სწრაფად შლის და აქრობს.
  9. მართალია, ტელეფონის ერთ-ერთ გამომგონებლად ალექსანდერ გრეიამ ბელი მიიჩნევა.
  10. მართალია - ძველ ეგვიპტეში პაპირუსისაგან საწერ მასალას ამზადებდნენ და ქაღალდის მსგავსად იყენებდნენ.
ნამდვილად შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ, თუ ამ 10 შეკითხვიდან 8-ს მაინც სწორად უპასუხებთ - ტესტი
თუ ამ სურათზე 5 წამში განსხვავებულ რიცხვს იპოვით, საკმაოდ მაღალი IQ გქონიათ - გააკეთეთ ტესტი
შეძლებთ, სკოლის პროგრამიდან დასმულ 10 შეკითხვას სწორად უპასუხოთ? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს
თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე
ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია