ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო) - მშობლები

ლევან ვასაძის ქალიშვილის შთამბეჭდავი ქორწილი - პატარძლის ტრადიციული და თანამედროვე სამოსი, ულამაზესი "ქართული" და ვალსი მამასთან (ფოტო/ვიდეო)

2024-07-29 14:34:07+04:00

თათამ და ბათამ იქორწინეს. ბიზნესმენლევან ვასაძის ქალიშვილმათათა ვასაძემ და ბათა ზედგინიძემჯვარი დაიწერეს. პატარაძალს და მის ორ მეჯვარეს მამის კომპანიის "სამოსელი პირველის“ კაბები ეცვათ.

ჯვრისწერის შემდეგ ტაძრიდან გამოსულმა წყვილმა ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ხმლების ქვეშ გაიარა. ერთ-ერთი, ვისაც ხმალი ეკავა, პატარძლის მამა, ლევან ვასაძე იყო.

საქორწილო დარბაზში ნეფე-პატარძალი "მრავალჟამიერის" ფონზე შევიდა. საღამოზე ტრადიციულად "ქართული" იცეკვეს თათამ და ბათამ. პატარძალმა ვალსი იცეკვა მამასთან, რომელიც ასევე ძველ ქართული ტრადიციული სამოსით ესწრებოდა შვილის ქორწილს.

თათა ვასაძის რჩეული ბათა ზედგინიძეა. გოგონას რჩეულმა ხელი ესპანეთში, ერთ-ერთ კლუბში სთხოვა.განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები