მამაკაცი გველის ნაკბენის შედეგად რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა - შემთხვევა აჭარაში - მშობლები

მამაკაცი გველის ნაკბენის შედეგად რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა - შემთხვევა აჭარაში

2024-07-30 14:54:55+04:00

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში გერმანელი ტურისტი გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას განუცხადეს, მამაკაცი სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა. ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

წყარო

რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და რას გვირჩევს სპეციალისტი, თუ გველს გადავეყარეთ - თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია