დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში დანით თავდასხმის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, ერთ-ერთ ცეკვის სკოლაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმისას 9 ადამიანი დაშავდა, 3 კი გარდაიცვალა:9 წლის ალისა დასილვა აგიარი, 6 წლის ბებე კინგი და 7 წლის ელსი დოტ სტენკომბი.
იმავე საღამოს ქალაქის მცხოვრებლები ტრაგედიის ადგილას მივიდნენ და გარდაცვლილთა პატივსაცემად სანთლები, ანგელოზის სუვენირები, ყვავილები მიიტანეს.
წუხელ ქუჩაში გამოვდინენ მეამბოხეები, რომლებიც თავს “ინგლისის თავდაცვის ლიგის მხარდამჭერებად“ მიიჩნევენ. ისინი ინგლისურად სკანდირებდნენ: “სანამ არ მოვკვდები“ და ქვეყანაში მიგრანტთა შედინებას აპროტესტებდნენ.
არასრულწლოვნებზე თავდასხმისა და მკვლელობის გამო პატიმრობაში რჩება 17 წლის ბიჭი.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ქალაქში შეცდომით გავრცელდა ინფორმაცია, რომთავდამსხმელი იყო თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ნავით ჩავიდა. თუმცა, ინფორმაცია დადასტურებული არ არის. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები