IQ ტესტი - თუ 10 შეკითხვიდან 9-ს სწორად უპასუხებთ, ეს თქვენს კარგ ინტელექტზე მიუთითებს - მშობლები

IQ ტესტი - თუ 10 შეკითხვიდან 9-ს სწორად უპასუხებთ, ეს თქვენს კარგ ინტელექტზე მიუთითებს

2024-07-31 11:13:29+04:00

ქვემოთ მოცემული 10 შეკითხვა მოგცემთ შესაძლებლობას, შეამოწმოთ, რამდენად მრავალფეროვანი ცოდნა და კარგი ზოგადი განათლება გაქვთ:

1. ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალოს მეუღლე იყო ასევე ცნობილი მხატვარი:

  • პაბლო პიკასო
  • დიეგო რივერა
  • სალვადორ დალი

2. რომელ ქალაქშია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს?

  • ფესში - მაროკოში
  • ბოლონიაში - იტალიაში
  • ოქსფორდში - დიდ ბრიტანეთში

3. რომელ ქვეყანაშია მსოფლიოს ყველაზე დიდი უდაბნოს - საჰარას ყველაზე დიდი ნაწილი?

  • ლიბიაში
  • ეგვიპტეში
  • ალჟირში

4. რა სტილის მუსიკა წარმოიშვა ნიუ ორლეანში მე-20 საუკუნის დასაწყისში?

  • ჯაზი
  • ბლუზი
  • როკენროლი

5. რომელი ინსტრუმენტი ასოცირდება ყველაზე მეტად კლასიკურ ესპანურ ფლამენკოსთან?

  • საქსოფონი
  • გიტარა
  • ჩელო

6. რომელ წელს დაიშალა საბჭოთა კავშირი?

  • 1989 წელს
  • 1990 წელს
  • 1991 წელს

7. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში რომელი ნივთიერებას აღნიშნავს "H"?

  • წყალბადს
  • ნახშირბადს
  • ნეონს

8. ისლანდიის დედაქალაქია...

  • სტოკჰოლმი
  • ოსლო
  • რეიკიავიკი

9. ვინ არის ავტორი ცნობილი ლექსის:

"შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი.”
  • ილია ჭავჭავაძე
  • მუხრან მაჭავარიანი
  • ოთარ ჭილაძე

10. რომელ ქვეყანაშია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე - მისისიპი?

  • ჩინეთში
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • ბრაზილიაში

სწორი პასუხები:

  1. ფრიდა კალოს მეუღლე და დიდი სიყვარული იყო ცნობილი მექსიკელი კუბისტი მხატვარი და აქტივისტი დიეგო რივერა.
  2. ალ-კარაუინის უნივერსიტეტი, რომელიც 859 წელს მაროკოში, ქალაქ ფესში დაარსდა, მსოფლიოში უძველეს უნივერსიტეტად ითვლება მათ შორის, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს. ქალაქს ხშირად დასავლეთის „მექას“ და აფრიკის „ათენს“ უწოდებენ.
  3. მიუხედავად იმისა, რომ საჰარის უდაბნო რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება, მისი ყველაზე დიდი ნაწილი ალჟირშია.
  4. ჯაზი
  5. გიტარა ესპანური ფლამენკოს მთავარი ინსტრუმენტია.
  6. 1991 წელს
  7. წყალბადს
  8. რეიკიავიკი
  9. ოთარ ჭილაძე
  10. ამერიკის შეერთებულ შტატებში
ამ ტესტის ყველა შეკითხვას სწორ პასუხს მხოლოდ ის გასცემს, ვისაც კარგი ზოგადი განათლება აქვს
ნამდვილად შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ, თუ ამ 10 შეკითხვიდან 8-ს მაინც სწორად უპასუხებთ - ტესტი
შეძლებთ, სკოლის პროგრამიდან დასმულ 10 შეკითხვას სწორად უპასუხოთ? - ტესტი, რომელიც თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს
თუ ამ სურათზე 5 წამში განსხვავებულ რიცხვს იპოვით, საკმაოდ მაღალი IQ გქონიათ - გააკეთეთ ტესტი
ტესტი, რომელიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - ათივე შეკითხვაზე სწორ პასუხს მხოლოდ ის ადამიანები აფიქსირებენ, რომელთა IQ 150-ზე მაღალია