10 ლამაზი სახელი, რომლებიც მფლობელს სიმამაცეს და შეუპოვრობას შთააგონებენ - მშობლები

10 ლამაზი სახელი, რომლებიც მფლობელს სიმამაცეს და შეუპოვრობას შთააგონებენ

2024-08-01 11:44:13+04:00

ცეცხლთან დაკავშირებული სახელები შინაგან ძალასთან, შთაგონებასთან და დაუოკებელ ნებასთან ასოცირდება. ცეცხლი არ არის მხოლოდ განადგურება, არამედ სინათლე, სითბო და ენერგია. ცეცხლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა კულტურაში და ეს იმ სახელებშიც აისახება, რომლებსაც მშობლები შვილებისთვის ირჩევენ.

ცეცხლთან დაკავშირებულ სახელებს რამდენიმე მიზეზის გამო ვირჩევთ. პირველ რიგში, ასეთი სახელები ლამაზად ჟღერს და ადვილად დასამახსოვრებელია. მეორეც, ცეცხლოვან სახელს შეუძლია ბავშვს ხასიათის თვისებები გადასცეს, რომლებიც ამ სტიქიას უკავშირდება: სიმამაცე, ვნება, შეუპოვრობა.

წარმოგიდგენთ ბიჭებისა და გოგოების სახელებს, რომელთა შინაარსი ცეცხლს უკავშირდება.

ბიჭის სახელები

  • აიდენი (ირლანდიური) – „პატარა ცეცხლი“
  • დარიანი (სპარსული) – „ცეცხლის შემკავებელი“
  • ნური (არაბული) – „ცეცხლის სინათლე“
  • იგნატიუსი (ლათინური) – „ცეცხლი“
  • ჰირო (ბერძნული) – „გმირი, სინათლე“

გოგოს სახელები

  • აგნეია (ჰინდური) - ინდური ცეცხლის ქალღმერთი
  • ბრიჯიტი (კელტური) - ირლანდიური ცეცხლის ქალღმერთი
  • ტანა - ბერძნული ცეცხლის ქალღმერთი
  • ნაცუკო - „ზაფხულის ბავშვი“
  • ენია - „ალი“

იხილეთ მეტი სახელი