მოზარდებში, რომლებსაც უფრო აჩქარებული პულსი და მომატებული წნევა აქვთ,  გონებრივი უნარების გაუარესება დააფიქსირეს - მშობლები

მოზარდებში, რომლებსაც უფრო აჩქარებული პულსი და მომატებული წნევა აქვთ,  გონებრივი უნარების გაუარესება დააფიქსირეს

2024-08-02 09:22:54+04:00

ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა ჯგუფმა მაღალ წნევასა და მოზარდებში დასწავლის უნარების დაქვეითებას შორის კავშირი აღმოაჩინა. კვლევა სამეცნიერო ჟურნალში Physiological Reports (PsyRep) გამოქვეყნდა.

კოგნიტური ფუნქციებიანკოგნიტური შესაძლებლობები ეს გონებრივი უნარებია, რომლებიც საჭიროა ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის გამოყენების და მსჯელობისთვის. ისინი უფრო დაკავშირებული არიან სწავლის, მეხსიერების, თავსატეხების ამოხსნისა და ყურადღების მექანიზმებთან, ვიდრე თავად ცოდნასთან.

მაღალი არტერიული წნევის მქონე ახალგაზრდები უარესად ასრულებდნენ იმ ამოცანებს რომლებსაც ყურადღების კონცენტრაცია და ლოგიკური აზროვნება სჭირდებოდათ, არტერიული სიმტკიცის მქონე ახალგაზრდებმა კი სუსტი სამუშაო მეხსიერება გამოავლინეს.

კვლევამ ფინეთში ჩატარებული გრძელვადიანი კვლევითი პროექტის მონაცემები გამოიყენა. გუნდმა 277 მოზარდის არტერიული ჯანმრთელობის, კოგნიტური ფუნქციისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ ინფრომაცია შეისწავლა.

შედეგად რამდენიმე ძირითადი კავშირი გამოვლინდა არტერიების ჯანმრთელობასა და კოგნიტურ ფუნქციას შორის. მაღალი სისტოლური არტერიული წნევის მქონე თინეიჯერებს უფრო დაბალი საერთო კოგნიტური ფუნქცია გამოუვლინდათ. ეს აღმოჩენა უცვლელი რჩებოდა ისეთი ფაქტორების კონტროლის შემდეგაც, როგორიცაა ასაკი, სქესი, მშობლების განათლება, სხეულის ცხიმის პროცენტი და პუბერტატული სტატუსი. კონკრეტულად, მაღალი არტერიული წნევა ცუდად შესრულებულ იმ ამოცანებთან ასოცირდება, რომლებიც ყურადღებას და აზროვნებას მოითხოვენ.

არტერიული სიმტკიცე, რომელზეც პულსის ტალღის უფრო მაღალი სიჩქარე მიუთითებდა, ასოცირებული იყო ცუდ სამუშაო მეხსიერებასთან.

მკვლევარებმა ასევე გამოიკვლიეს გავლენა მოახდინა თუ არა ამ ასოციაციებზე ფიზიკურმა აქტივობამ ან უმოძრაო ცხოვრების წესმა. მათ აღმოაჩინეს, რომ არც ფიზიკურ აქტივობას და არც მჯდომარე ცხოვრების წესს არ აქვს მნიშვნელობა - თუ არტერიული წნევა მაღალია, მოზარდებში მას კოგნიტურ ფუნქციაზე ერთნაირი გავლენა აქვს. ეს ვარაუდობს, რომ არტერიული ჯანმრთელობის პირდაპირი გავლენა კოგნიტურ შესაძლებლობებზე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ადრე ეგონათ.

ბოლო დროს ბავშვებში არტერიული ჰიპერტენზია არც თუ ისე იშვიატად გვხვდება. მოზარდებში, ისევე როგორც მოზრდილებში, არტერიულ ჰიპერტენზიას პირველად და მეორეულ ფორმებად ყოფენ. პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა ყველა ორგანული დაზიანება უნდა გადამოწმდეს. ის უმთავრესად პუბერტატული (გარდატეხის) ასაკის მოზარდებს ახასიათებთ. მეორეული არტერიული ჰიპერტენზა კი რომელიმე სხვა დაავადების ფონზე იჩენს თავს.

მოზარდებთან ესენციური, პირველადი ჰიპერტენზიის მიზეზი ყველაზე ხშირად თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ენდოკრინული დაავადებაა (კუშინგის სინდრომი, ჰიპერთირეოზი, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი).

ასევე უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის ტრავმა და ფეოქრომოციტომა – თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, თუმცა ის შედარებით იშვიათია.