ნანი ბრეგვაძის ხელოვნებას მუდამ ეთაყვანებოდნენ, მთავრობის მეთაურები მის წინაშე ქედს იხრიდნენ, ესტრადის მსახიობებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ მთავარ ჯილდოდ ხალხის სიყვარულს მიიჩნევს... 21 ივლისს ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს 88 წელი შეუსრულდა. მომღერალმა იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად ზღვისპირეთში აღნიშნა. ქალბატონ ნანის სასაუბროდ დავუკავშირდით.
- 88 წლის იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ორიოდე მეგობარი დავპატიჟეთ ჩემიც და ეკასიც. დიდი დაბადების დღე არ გადამიხდია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო.
- 80 წლის რომ გავხდი, მაშინ ძალიან საინტერესო საღამო გამიმართეს. ბევრი გამოჩენილი პირი, ჩემი მეგობრები ესწრებოდნენ და მართლაც დასამახსოვრებელი იყო. ყოველთვის აღვნიშნავდი, მაგრამ დიდი პომპეზურობით ნაკლებად. სხვათა შორის, წელს მინდოდა განსაკუთრებულად აღმენიშნა, მაგრამ ძალიან ცხელოდა და ვერ მოხერხდა. ზღვაზე უახლოეს ადამიანებთან ერთად ვიყავი, წყნარად, მშვიდად აღვნიშნეთ, კმაყოფილი დავრჩით... უმთავრესი შენი ოჯახია, ოჯახი შენი სიძლიერეა!
რომ მეუბნებიან, ასე და ისე გამოიყურებიო, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მიკვირს. გეფიცებით, ისეთს არაფერს ვაკეთებ. თუ მართლაც კარგად გამოვიყურები, ალბათ, იმიტომ, რომ არ მიყვარს ბევრი ჭამა. მთელი ცხოვრება ასე ვარ. ორი წლის წინ ძალიან გამხდარი ვიყავი, რის გამოც ჩემი მეგობრები წუხდნენ, ეშინოდათ, რამე ხომ არ მჭირდა. უცებ დავიკელი, რაც წლოვანების ბრალი იყო. შემდეგ უფრო გემრიელად ჭამა დავიწყე, მოვსუქდი, ორი კილოგრამის მომატება მეყო, რომ შევცვლილიყავი. განაგრძეთ კითხვა