ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდნენ დედა-შვილები - ნათია ბანძელაძე, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები. ისაუბრეს მათ დიდ ოჯახზე, დიდ დანაკლისზე გოგიჩას სახით და იმაზე, რომ გოგიჩას გარდაცვალებასთან ერთად მათი ბავშვობაც დასრულდა: „მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... ჩვენი ბავშვობა ჯერ არ დასრულებულა... მამას სიკეთე არსად არ მთავრდება, ყველგან არის, სადაც წავალთ... თუმცა ადამიანის ბავშვობა მთავრდება, როცა რომელიმე მშობელი აღარ არის...“
გადაცემაში ნინიმ ისიც აღნიშნა, რომ მის გვერდით წლებია არის ადამიანი, რომელსაც მისი ოჯახის წევრებიც რა ხანია იცნობენ და მასზე დაქორწინებასაც გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობის გამხელისთან თავს იკავებს.