რომელ ქალებთან დგება მენოპაუზა ყველაზე გვიან და რამ შეიძლება დააჩქაროს ის - მანანა მგალობლიშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს - მშობლები

რომელ ქალებთან დგება მენოპაუზა ყველაზე გვიან და რამ შეიძლება დააჩქაროს ის - მანანა მგალობლიშვილი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

2024-08-03 10:58:26+04:00

რა ასაკში დგება მენოპაუზა, ყველას აწუხებს თუ არა ალები და ვის ეწყება მენოპაუზა ყველაზე გვიან - ცნობილი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი მენოპაუსაზთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

- რა ასაკში დგენა მენოპაუზა?

- მენოპაუზა ფიზიოლოგიური, გარდაუვალი მდგომარეობაა, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში დგება და გამოწვეულია ასაკობრივი ცვლილებებით. ძირითადად მენოპაუზა 48-50 წლის ასაკში დგება, თუმცა მენოპაუზამდე პერიმენოპაუზაა. ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელსაც ახასიათებს მენსტრუაციის გადაცდენები, ჩავარდნები, ჰორმონალური ან ექოსკოპიური კვლევისას კი სახეზეა სპეციფიური ცვლილებები, რომლებიც ამ გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. მენოპაუზა კი ის მდგომარეობაა, როცა ერტ წელზე მეტი დროის განმავლობაში მენსტრუაცია აღარ არის.

- ყველა ქალს აწუხებს თუ არა კლიმაქსის სიმპტომები, ოფლიანობა, ალები, უძილობა, შეხურება და ა.შ.

- ეს სიმპტომები ქალების დაახლოებოთ 70%-80%-ს აწუხებს.

- შეიძლება თუ არა, ნაადრევი კლიმაქსი ძლიერმა სტრესმა და მძიმ ავადმყოფობამ გამოიწვიოს?

- შესაძლებლია.

- შესაძლებელია თუ არა ორსულობა კლიმაქსის დროს?

- კლიმაქსის დროს, როცა ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში მენსტრუაცია არარ არის. ორსულობა შეუძლებელია. თუმცა პერიმენოპაუზის დროს, გარდამავალ პერიოდში, როცა ქალს გადაცდენები და ჩავარდნები ეწყება, სანამ შევა მენოპაუზაში, ანუ 3-4 წლით ადრე, ორსულობა შესაძლებლია, თუმცა შანსი დაბალია.

- შეიძლება თუ არა მენოპაუზა დააჩქაროს ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა მტკივნეული მენსტრუაცია, პრემენსტრუალური სინდრომი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.

- მტკივნეული მენსტრუაცია და პრემენსტრუალური სინდრომი მენოპაუზის დადგომასთან კავშირში არაა. რაც შეეხება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს, როგორც ცნობილია, ამ სინდრომის მქონე ქალებს კვრეცხუჯრედების მარაგი უფრო დიდი ხნით უნარჩუნდებათ, ვიდრე იმ ქალებს, რომლებსაც პოლიკისტოზური საკვრეცხეების სინდრომი არ აქვთ. ამიტომ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებთან მენოპაუზა 3-4 წლით გვიან დგება.