"ბავშვისთვის წონა არ არის მთავარი... თუ ფიზიკურად აქტიური და ენერგიულია, წონა ხელს არ უშლის" - სასკოლო ასაკისთვის ჭარბი წონა დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გარემოება... - მშობლები

"ბავშვისთვის წონა არ არის მთავარი... თუ ფიზიკურად აქტიური და ენერგიულია, წონა ხელს არ უშლის" - სასკოლო ასაკისთვის ჭარბი წონა დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი გარემოება...

2024-08-06 09:25:33+04:00

სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ჭარბი წონა დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აქტიური, ენერგიული და ამტანია.

ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ზრდასრულები, როგორც წესი, წონის დასაკლებად ან შესანარჩუნებლად ვარჯიშობენ, მაგრამ ბავშვებს ვარჯიშის დროს ეს მიზანი არ უნდა ჰქონდეთ. "ბავშვის სხეულის მასის ინდექსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ის ფიზიკურად აქტიური, ენერგიული და ამტანია", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც Journal of Teaching in Physical Education-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა 10-12 წლის ფინური სკოლის 450 მოსწავლე შეისწავლეს, რომლებიც ყოველ კვირას საათნახევარს სკოლის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე ატარებდნენ. თითოეულ მოსწავლეს აქსელერომეტრი ეკეთა, მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევარს თვალყური ადევნოს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას. გარდა ამისა, ბავშვებს ამოწმებდნენ ფიზიკურ შესაძლებლობებზე - რამდენჯერ შეეძლოთ სირბილი, აზიდვა, ხტომა, ტანის აწევა და ა.შ.

შედეგად გაირკვა, რომ ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები, რომლებიც აქტიურობენ ფიზკულტურის გაკვეთილებზე, სკოლიდან გასვლის შემდეგაც, ჭარბი წონის შემთხვევაშიც კი, აგრძელებენ აქტიურ ფიზიკურ მოძრაობას. ისინი ენერგიულები არიან, უყვართ სირბილი, ფეხბურთის თამაში და აქტიური თამაშები.

„წონა, როცა საქმე ბავშვს ეხება, არ არის მთავარი. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ჭარბი წონა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ შედარებით კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას“, - აღნიშნავენ მკვლევარები.