ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი პაქსი, რომელიც ერთი კვირის წინ ლოს-ანჯელესში ავარიაში მოხვდა, კვლავ კლინიკაშია. 20 წლის პაქსს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდება. როგორც აღმოჩნდა, პაქსი ელექტრომოტოციკლით გადაადგილდებოდა, მუზარადის გარეშე და მანქანას შეეჯახა.
"ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გამოწერეს. საკმაოდ რთული ტრავმა აქვს და ახლა ხანგრძლივი გზა ელოდება აღდგენისა და ფიზიოთერაპიის", - აღნიშნეს კლინიკაში.
შეჯახების შემდეგ პაქსი მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა. თავისა და თეძოს ტრავმით გადაიყვანეს კლინიკაში.
მის გვერდით ხშირად არის 49 წლის ვარსკვლავი და და-ძმებიც დადიან მოსანახულებლად. "ყველანი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან", - ყვებიან თვითმხილველები.
ბრედ პიტიც ცდილობდა შვილის მონახულებას, თუმცა მას ზარებზეც კი არ უპასუხეს. ამბობენ, რომ მომხდარში პიტი ანჯელინას ადანაშაულებს, რომელმაც ნება დართო, ელექტრომოტოციკლი ეყიდა, როცა ბრედი ამის წინააღმდეგი იყო.
ამ დღეებში წყვილის კიდევ ერთმა ვაჟმა მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ტყუპისცალი ნოქსი ყველაზე "უჩინარია" შვილებს შორის, რომელიც არაფრით იჩენს ჯერჯერობით თავს და მხოლოდ მაღაზიებში დაჰყვება დედას. წითელ ხალიჩაზეც რა ხანია არ ყოფილა მის გვერდით. როცა უფროსებზე ბევრს წერენ და მის ტყუპისცალზეც, რომელიც დედამ დაასაქმა კიდეც კინოში და მენეჯერად ან პროდიუსერად ზრდის, ნოქსი არსად ჩანს აქტიურად. ამბობენ, რომ მშობლების დაშორებამ ყველაზე მეტად მასზე იმოქმედა. გავრცელებული ხმებით, ნოქსი საკუთარ თავში ჩაიკეტა და დეპრესიაშია. პაპარაცების მიერ გადაღებულ ბოლოდროინდელ ფოტოებში 16 წლის ნოქსი ყველგან სევდიანი და მარტოსულია.