რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ ლევან პირველის და,ლიკა პირველიდაიღუპა.
ახლობლების ინფორმაციით, ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც მას თრომბი განუვითარდა და ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
"მეგობრებო, 2 დღის წინ ანკარაში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ლიკამ გადაუნერგა ღვიძლი მის ძმას, ლევან პირველს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ გუშინ თრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა. ძალიან დიდი ტრაგედიაა", - დაწერა სოციალურ ქსელში თაკო დოლაბერიძემ.
მუსიკოს მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და იმ გართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ღვიძლის გადანერგვის შემდეგ დონორს შეიძლება შეექმნას. ცნობისთვის, ერთი წლის წინ სწორედ მისმა მეუღლემ გადაუნერგა მუსიკოს დავით ევგენიძეს ღვიძლი. განაგრძეთ კითხვა