როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ჭამის დროს ეკრანის ყურებას - 7 ოქროს წესი - მშობლები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვები ჭამის დროს ეკრანის ყურებას - 7 ოქროს წესი

2024-08-07 11:18:53+04:00

ჭამის პროცესში გაჯეტის ჩართვა ან ტელევიზორში მულტფილმის ყურება ძალიან ბევრი ბავშვისთვის უკვე რიტუალადაა ქცეული. ეს ხერხი თავიდან ნამდვილად იდეალურად მუშაობს - ბავშვი პროტესტის გარეშე ბოლომდე ჭამს თავის ულუფას. თუმცა, დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ დიდი შეცდომა დაუშვით - ტელევიზორის გარეშე ბავშვის მაგიდასთან დაჯდომა და კვება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ფსიქოლოგი და დოქტორი ერან მაგენი თვლის, რომ „მშობლებიც ადამიანები არიან და იმსახურებენ ცოტა ხნით მოდუნდნენ და დაისვენონ, მარამ თუ ჭამის დროს ტელევიზორის გამორთვა ისტერიკებს იწვევს და ჭამა ქაოსში გადადის, ესეც საშინელი დისკომფორტია მშობლისთვის."

მეორე მხრივ, ამერიკელი პედიატრი ჯანეტ ლაზი ამბობს, რომ ჭამის დროს ეკრანთან ჯდომა ბავშვების კვებით ჩვევებზე და საერთო ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

"როცა ყურადღება გაფანტულია და ეკრანისკენაა მიპყრობილი, ბავშვი შიმშილისა და დანაყრების სიგნალების ამოცნობას ვერ სწავლობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი კვება ან პირიქით, არასაკმარისი კვება, რადგან ბავშვი ვერ ცნობს სხეულის სიგნალებს“, - ამბობს პედიატრი.

ბოლოს გამოუვალ და სტრესულ ვითარებაში რომ არ აღმოჩნდეთ, შეეცადეთ ეს წესები დაიცვათ:

  • წაახალისეთ ბავშვები, რომ მიირთვან მაგიდასთან და არა დივანზე ან მონიტორის წინ;
  • დაიცავით რეჟიმი: ბავშვმა ჭამოს განსაზღვრულ დროს;
  • ჭამის დროს ეკრანს ნუ გამოიყენებთ;
  • ასაკის შესაბამისად, ჩართეთ ბავშვები საკვების მომზადებაში.

მაგრამ თუ ბავშვი უკვე მიჩვეულია მულტფილმების ფონზე ჭამას, ეცადეთ, თანდათან შეამციროთ დრო

დროის თანდათანობითი შემცირება ნამდვილად ეფექტური მეთოდია. აი, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ:

  1. დაიწყეთ მცირედით: პირველ ეტაპზე გამორთეთ ეკრანი ბოლო 5 წუთით ადრე.
  2. თანდათანობით გაზარდეთ ეს დრო: ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ ეკრანის გათიშვილის დრო 5-5 წუთით გადმოწიეთ.
  3. დააწესეთ კონკრეტული დრო: მაგალითად, მხოლოდ ჭამის პირველი 10 წუთი დაუშვით მულტფილმების ყურება.
  4. გამოიყენეთ ტაიმერი: ეს დაეხმარება ბავშვს ვიზუალურად აღიქვას დარჩენილი დრო.
  5. შესთავაზეთ ალტერნატივა: როცა მულტფილმების დრო ამოიწურება, მაშინვე შესთავაზეთ საინტერესო საუბარი ან აქტივობა.
  6. აღნიშნეთ პროგრესი: შეაქეთ ბავშვი, თუ ის ეკრანის ადრე გათიშვის პირობას დათანხმდება .
  7. შეუწყვეთ ხასიათი: თუ რთული დღე ჰქონდა, შეგიძლიათ ზოგჯერ მეტი დრო მისცეთ საყურებლად, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ჩვევად.