შვილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველა მშობლისთვის უმთავრესი საზრუნავია. მშობლებს ბავშვებთან ერთად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ახალშობილი დისკომფორტის შესახებ სხვადასხვა მინიშნებას გვაძლევს. უსიამოვნო შეგრძნების ერთ-ერთი ძირითადი გამომხატველი კი ტირილია. ტირილის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მუცლის კოლიკა და ნაწლავში დაგროვილი აირებია, რომლებიც ჩვილებს ძალიან აწუხებთ.
ჩვილებში მეტეორიზმის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: ჰაერი, რომელსაც ჩვილი კვების ან ტირილს დროს ყლაპავს (აეროფაგია) და აირები, რომელიც ნაწლავებში ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება.
ჩვილთა კოლიკა – ნაწლავებში დაგროვილი აირებით გამოწვეული მტკივნეული სპაზმი, ახალშობილებში განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ კვირებში აღინიშნება და უფრო ხშირად, საღამოს საათებში ვლინდება. კოლიკა აწუხებს როგორც ძუძუთი კვებაზე, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს.
ჩვილთა კოლიკის ეპიზოდები ძირითადად დღის მეორე ნახევრში ვითარდება. ტირილი იწყება მოულოდნელად, მწვავედ. ამ დროს ბავშვის სახე წამოწითლებულია, ხელის თითები მუშტებადაა შეკრული, აღინიშნება კიდურების აქტიური მოძრაობა, განსაკუთრებით ქვემო კიდურების. ტირილის დროს ბავშვის მუცელი შებერილი, დაჭიმული და ზოგჯერ გამაგრებულია. ახალშობილთა კოლიკის გამომწვევი მიზეზებია: კვების არასწორი ტექნიკა, არასაკმარისი ან პირიქით, ჭარბი კვება, აეროფაგია და ამოქარვების არაეფექტური ხელშეწყობა, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობა და დისბიოზი (ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა).
იმისთვის, რომ ახალშობილები ზედმეტმა დისკომფორტმა არ შეაწუხოს, სასიამოვნოდ და უმტკივნეულად დაიწყოს მათთვის უცხო გარემოსთან ადაპტაცია, აუცილებელია ახალშობილთა კოლიკის დროული და ეფექტური მართვა, რაშიც უმნიშვნელოვანესია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: მშობლების მხარდაჭერა და განათლება, კვების რეჟიმის და ტექნიკის გადასინჯვა და დარეგულირება, ჩვილის დამშვიდება, გარემო გამღიზიანებლების შემცირება. მედიკამენტოზური მკურნალობიდან ეფექტურია პრო- და სინბიოტიკები და სიმპტომური საშუალებები.
აღსანიშნავია, რომ მუცლის შებერილობა მხოლოდ ახალშობილთა პრობლემა არაა და ის ბავშვებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ხშირად აწუხებთ. ამ დროს მუცლის შებერილობა უხშირესად კვების რაციონს და საკვების მონელების დარღვევებს უკავშირდება. მეტეორიზმი ხშირად თან ახლავს დიარეას და ყაბზობას, ასევე ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული აგენტით გამოწვეულ ნაწლავურ ინფექციებს. ნაწლავებში ჭარბი აირების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაციაც იყოს.
ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მომხმარებელს პედიატრიული პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს; მათ შორის, ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელ პრეპარატს დიალაკი წვეთები წარმოადგენს. აღნიშნული პრეპარატი, ემულსიის 1 მლ-ში, აქტიური სუბსტანციის სახით, 40 მგ სიმეტიკონს შეიცავს.
დიალაკი წვეთები – სწრაფად და ეფექტურად ხსნის ჩვილთა კოლიკას და მეტეორიზმს ბავშვებში. სიმეტიკონი შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს მუცლის შებერილობას. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, წამალთაშორის ურთიერთქმედებას, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და შესაძლებელია მისი გამოყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან.
დიალაკი წვეთების დიდი უპირატესობა ბანანის სასიამოვნო გემოც გახლავთ, რაც პრეპარატის მიღებას ამარტივებს და პატარებისთვის კომფორტულს ხდის.
დიალაკი წვეთების ფლაკონი გამოყენებამდე კარგად უნდა შეინჯღრეს. წვეთების ზუსტად დოზირებისთვის ფლაკონი უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, თავით ქვემოთ.
დიალაკი წვეთების მიღეება რეკომენდებულია საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ; საჭიროებისას – ძილის წინ.
დიალაკი წვეთები ინახება ოთახის ტემპერატურაზე და ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
R