3 წლის ბავშვი მანქანით დედას  დაეჯახა - ახალგაზრდა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო - მშობლები

3 წლის ბავშვი მანქანით დედას  დაეჯახა - ახალგაზრდა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო

2024-08-09 09:51:56+04:00

გამაოგნებელი ფაქტი მოხდა მარი ელის რესპუბლიკაში. 3 წლის ბიჭუნამ მამის ავტომობილი დაქოქა და დედას დაეჯახა. თავდაპირველი ინფორმაციით, მამამ ბავშვი მანქანაში უმეთვალყურეოდ დატოვა, მოგვიანებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ბავშვი დედასთან ერთად სეირნობდა. მან მამის ღია მანქანა დაინახა, რომელშიც მამას გასაღები დარჩა და საჭეს მიუჯდა. ბავშვმა გასაღები გადაატრიალა. დედა მის შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც მანქანამ მას, პრაქტიკულად, გადაუარა.

28 წლის ქალმა სხვდასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ბიჭუნა არ დაზარალებულა.

untitled-2-1723184282.jpg

პროკურატურა არასრულწლოვანთა უყურადღებოდ დატოვებისა და სამართალდარღვევის შესახებ კანონით მოთხოვნილ ღონისძიებებს ატარებს.