მსახიობ კირა ნაიტლისა და მის მეუღლეს, Klaxons-ის წევრ ჯეიმს რაიტონს ორი ქალიშვილი ჰყავთ: ცხრა წლის ედი და ოთხი წლის დელილა. მათ ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც კითხვა უჭირდა, ცოტა ხნის წინ დისლექსია დაუდგინდა. ამის მიუხედავად, მისი მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვს შესანიშნავი მეხსიერება აქვს.
ჯეიმსმა, რომელმაც მეუღლესთან ერთად მისცა ინტერვიუ, დასძინა, რომ მათი ქალიშვილი „წიგნს ზეპირად სწავლობს, რაც გასაოცარია“. ნაიტლიმ აღიარა, რომ ექვსი წლის ასაკში მასაც დისლექსია აწუხებდა, იგივე დიაგნოზი დაუსვეს და ამან სამსახიობო კარიერამდე მიიყვანა.
„სკოლაში უთხრეს ჩემს მშობლებს: „მას საერთოდ არ შეუძლია კითხვა, როგორ დავეხმაროთო?”
კირამ გაიხსენა, თუ როგორ უპასუხეს მშობლებმა, აგენტი სჭირდება ფილმებში გადასაღებად და სკოლისგან ნებართვა, რომ გადაღებების გამო გაცდენები აპატიონო.
კირა ნაიტლი და ჯეიმს რაიტონი 2011 წლიდან ერთად არიან. ისინი 2013 წელს საფრანგეთში დაქორწინდნენ, ჩაკეტილი ცხოვრების წესი აქვთ და იშვიათად ჩნდებიან ერთად.