სახალისო ტესტი-ექსპერიმენტი: აირჩიეთ ხილი და გეტყვით, რა არის თქვენი ფარული სურვილი - მშობლები

სახალისო ტესტი-ექსპერიმენტი: აირჩიეთ ხილი და გეტყვით, რა არის თქვენი ფარული სურვილი

2024-08-12 13:53:52+04:00

საკუთარ სურვილებს ყოველთვის გულწრფელად ვერ გამოვხატავთ და ამას შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. თუმცა, ფსიქოლოგიური ტესტები, დაფარული სურვილების აღმოსაჩენად, შესანიშნავი საშუალებაა. დღეს ერთ სახალისო ექსპერიმენტს გთავაზობთ - სურათზე სხვადასხვა ხილია გამოსახული. აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და მოგწონთ. როგორც ტესტის ავტორები ამბობენ, არჩევანის მიხედვით, თქვენს სურვილებს ზუსტად გამოიცნობენ:

image-24-1723197799.jpg

პასუხები:

  1. თქვენი დაფარული სურვილია, რომ იახტიდან მზის ჩასვლის საოცარ სურათს შეხედოთ და ზღვით დატკბეთ. ახლობელ ადამიანებთან ერთად იმოგზაუროთ, თვალწარმტაცი სილამაზით დატკბეთ და ზღვის სასიამოვნო ენერგია მიიღოთ.
  2. ზღვის სანაპიროზე ხმაურიანი წვეულების მოწყობა, გართობა, ცეკვა, მეგობრებთან ერთად სიცილი და დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ. მსგავსი აქტივობით თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ და ეს თქვენი ფარული ოცნებაა.
  3. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და ახალი თავგადასავლების აღმოჩენაზე ოცნებობთ. ესაა ის, რაზეც ახლა ოცნებობთ და ფიქრობთ, რომ ასეთი მოგზაურობა ცხოვრების ხალისს კიდევ უფრო მეტად დაგიბრუნებთ და მოტივაციას მოგცემთ.
  4. თქვენი ფარული ოცნებაა, რომ ქორწილში მთაში აღმოჩნდეთ და საოცარი ემოციები მიიღოთ, დატკბეთ განუმეორებელი ხედებით და მთაში არსებული სიმშვიდით.
  5. მუსიკალურ ფესტივალზე წასვლა, საყვარელ მუსიკაზე ცეკვა და გართობა გსურთ. ფიქრობთ, რომ ახლა მსგავსი აქტივობა ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ
  6. პარაშუტით გადმოხტომაზე ოცნებობთ. ჰაერში ფრენით სულ სხვა ადამიანად იგრძნობთ თავს და ეს ემოციები მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.