მესამედ მოპოვებული ოლიმპიური ოქროს შემდეგ,ლაშა ტალახაძემთავისი ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა:
“მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა“,- განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
მან ყველა იმ სპორტსმენს, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს წარმატებები უსურვა.
“პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს.