ბიანკა ცენზორი და კანიე უესტი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. ბოლო დროს კი სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე ბიანკას და ანჯელინა. გასულ კვირას ბიანკას დები - ალისია და ანჯელინა სოლტ-ლეიკ-სიტიში, კანიეს ახალი ალბომის აღსანიშნავ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ.
ახლა კი დებმა ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და ინტერნეტსივრცეში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა ფოტოებს.
ფიქრობენ, რომ ბიანკამ და ტყუილად არ გამოაჩინა - სავარაუდოდ, ისიც ემზადება აქტიური შოუბიზნესური ცხოვრებისთვის. ამ ეტაპზე ანჯელინა ძირითადად სოციალურ ქსელში აქტიურობს, ინფლუენსერია და სხვადასხვა ბრენდის სამოსს არეკლამებს და კიდევ - ისიც ცნობილი რეპერების საზოგადოებაში ტრიალებს და შესაძლოა, სულაც ახალი შოუბიზნესური წყვილიც გამოჩნდეს მალე.
ამასობაში კი ბიანკას და კანიეს გარშემო სკანდალები არ ცხრება. ბიანკა სულ უფრო და უფრო გამაოგნებელი "სამოსით" ჩნდება შეფუთული კანიეს გვერდით და ერთი-ორჯერ ამისთვის გასამართლებითაც კი დაემუქრნენ. მისი მშობლები კი ჟურნალისტებთან საუბრობენ, რომ ღელავენ ბიანკას ქცევების გამო და ფიქრობენ, რომ ის ქმრის დიდი ზეწოლის ქვეშაა.