სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბი დე­დას­თან და მა­მო­ბილ­თან ერ­თად უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ - რა მოხდა ზუგდიდში, სადაც ხანძარს 7 წლის ტყუპი ძმა ემსხვერპლა - მშობლები

სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბი დე­დას­თან და მა­მო­ბილ­თან ერ­თად უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ - რა მოხდა ზუგდიდში, სადაც ხანძარს 7 წლის ტყუპი ძმა ემსხვერპლა

2024-08-13 13:15:58+04:00

წუხელ ზუგდიდში, ენითაუღწერელი ტრაგედია დატრიალდა. გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ტყუპი ძმა- გიორგი და გაბრიელ გაბუნიები. ბავშვებს, სავარაუდოდ, ტრაგედიის დროს ეძინათ. ამ დროს სახლში იმყოფებოდა კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებმაც შეძლეს და ხანძარს თავი დააღწიეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. იყო ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს. არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები დედასთან და მამობილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.

ბავშვები შინ მარტო იყვნენ.

მოგვიანებით ტრაგედიის ადგილას დაბრუნდნენ ბავშვების დედა და მამაკაცი, რომელმაც თქვა, რომ მამობილია, მათი თქმით, ისინი სამუშაოდ - თხილის საკრეფად იყვნენ წასული. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო