ცნობილი პიანისტი ლევან შენგელია, რომელიც ბოლო წლებში ამერიკაში საქმიანობდა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ის სიმსივნეს ებრძოდა და 14 აგვისტოს გარდაიცვალა.
ლევან შენგელია 1975 წლის 6 მაისს დაიბადა სამტრედიაში. 19 წლის წავიდა ამერიკაში, ცხოვრობდა მაიამიში, ვაშინგტონში, ტეხასში, ბოლოს ნიუ-იორკში მოღვაწეობდა. მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები ,,ჯადოსნური ღამე“, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა რეგიონებში.