რეპერმა კანიე უესტმა კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება მორიგი ექსცენტრიკული ჩანაფიქრით - ახლა ის აპირებს, რომ ბიანკა ცენზორისთან ერთად შვილი იყოლიოს და "გენეტიკურად სრულყოფილი იდეალური" შთამომავალი შექმნას.
"ბიანკა იმიტომ აარჩია და მოამზადა, რომ მისი რწმენით, მათი დნმ იდეალურად ეთავსება ერთმანეთს და იდეალურ ბავშვს შექმნიან", - აღნიშნავს წყვილთან დაახლოებული წყარო In Touch-თან საუბრისას.
გავრცელებული ცნობებით, კანიემ უკვე არაერთხელ სცადა, ბუნებრივი გზით ჰყოლოდა ბიანკასთან შვილი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. ახლა კი განიხილავს ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობას.
კანიეს კიმ კარდაშიანთან ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებს. კიმთანაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდა და რაკი კიმს ექიმებმა აუკრძალეს გაჩენა ორი შვილის შემდეგ, სუროგატი დედის დახმარებით ეყოლათ ჩიკაგო და ფსალმი. თავად კანიე ყველაზე მეტად უფროს ქალიშვილთან, 10 წლის ნორტთან არის ახლოს, რომელსაც მუსიკალური კარიერის განვითარებაშიც ეხმარება და თავის მოდურ პროექტებშიც ჩართო.
"კანიე ყოველთვის იყო შეპყრობილი იდეალური ადამიანის შექმნის იდეით, ამიტომ ძალიან უხარია, რომ ბიანკა ექიმებთან გადის კონსულტაციას საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად. ის ჯერ არ არის ორსულად, თუმცა კანიე უკვე საუბრობს იმაზე, როგორი სექსუალური იქნება ორსული ბიანკა და რა სურს, მას ამ დროს ჩააცვას", - ამბობს წყარო.