როცა შენი მშობლები ასეთი ვარსკვლავები არიან, თითქოს არაფერი უნდა გქონდეს სადარდებელი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ცნობილი ადამიანების შვილები საკმაოდ ბევრ პრობლემას აწყდებიან ისეთს, სხვებს რომ არც დასიზმრებიათ.
როგორც ცნობილია, დემი მურმა და ბრიუს უილისმა მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს დაშორების შემდეგ და დღესაც, როცა ბრიუსს საკმაოდ დიდი განსაცდელი აქვს და სერიოზულ დაავადებას ებრძვის, არა მხოლოდ შვილები არიან მის გვერდით, არამედ დემი მურიც ძალიან დიდ დროს ატარებს მასთან. სამივე უფროსი ქალიშვილი - რუმერი, სკაუტი და ტალულა, ძალიან მეგობრულები არიან, უყვართ თავიანთი ოჯახი, არ გამოირჩევიან სკანდალებით და პოზიტიურ განწყობას იწვევდნენ ყოველთვის. თუმცა, სკაუტის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეოს მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა. გოგონა სასიმღერო კარიერას ავითარებს და მორიგი სიმღერა გამოუშვა, რომელზეც პატარა ოჯახური ვიდეო გადაიღო. ვიდეოზე დები არიან დემისთან ერთად, ერთი წლის ლუეტაც ჩანს და ოჯახის სხვა წევრებიც. საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა და პოპულარულიც გახდა, თუმცა...
ძალიან ბევრი იყო კრიტიკული კომენტარი, ძირითადად, გოგონების გარეგნობასთან დაკავშირებით: "როგორც ჩანს, ბრიუსს სამი კლონი ჰყავს", "როგორ შეიძლება, ასეთ ლამაზ ხალხს ასეთი უშნო ქალიშვილები ჰყავდეს? ეს იმიტომ, რომ სულ მამას ჰგვანან..."
კომენტარებს ტალულა უილისი გამოეხმაურა, რომელმაც პოსტი გამოაქვეყნა:
"გამარჯობა! ალბათ უკვე ნახეთ ჩვენი ოჯახური ვიდეო, სადაც სკაუტის სიმღერაზე ვცეკვავთ. ჩვენთვის ეს დიდი სიამოვნებაა! ყველა, ვისაც ვუამბობთ, გაოგნებულია, როცა გებულობს, როგორი დაუნდობლები და ბოროტები არიან ადამიანები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ზიზღის ასეთი გამალითების გამოვლენა. მადლობა ღმერთს თერაპიისთვის და მადლობა ღმერთს სკაუტის ახალი სიმღერისთვის".