ვინ არის სკოლის ყველაზე ახალგაზრდა - 23 წლის დირექტორი, რომელმაც ქალაქში კარიერას სოფლის სკოლის დირექტორობა არჩია - მშობლები

ვინ არის სკოლის ყველაზე ახალგაზრდა - 23 წლის დირექტორი, რომელმაც ქალაქში კარიერას სოფლის სკოლის დირექტორობა არჩია

2024-08-15 15:59:10+04:00

23 წლის ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორია - შესაბამისად, გადავწყვიტეთ, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი გაგაცნოთ.

ინტერვიუში ყველაზე ახალგაზრდა სკოლის დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს და, ასევე, სამომავლო გეგმებსა და დირბის სკოლის საჭიროებებზე გვიამბობს.

ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად 2 თვის წინ დაინიშნა. მანამდე, 3 წლის განმავლობაში, 19 წლის ასაკიდან, მასწავლებლად მუშაობდა და, პარალელურად, აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

როგორი იყო გზა დირექტორობამდე - ლევან ყაულაშვილი გვიყვება, რომ რეგისტრაციის შემდეგ, დირექტორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რის შემდგომაც საკუთარი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის წარდგენა გასაუბრებაზე მოუწია. განაგრძეთ კითხვა