რუსეთში მცხოვრები მომღერალი დიანა ღურწკაია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაქვრივდა, სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავ უფროს ძმას, რომელიც მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და გულშემატკივარია.
"ძვირფასო რობერტ, გილოცავ დაბადების დღეს! ჩემი საყრდენი, ჩემი მშობლიური ადამიანი ხარ. გისურვებ, რომ ყოველი შენი დღე სავსე იყოს ბედნიერებით, ახლობლებისა და მეგობრების ღიმილით. იცოდე, რომ სულ გვერდით ვარ. უსაზღვროდ მიყვარხარ, ჩემო მფარველო ანგელოზო, ღმერთმა დაგლოცოს".
რობერტ ღურწკაია ისევე მეურვეობს ახლა დიანას, როგორც ბავშვობაში და მისი უცვლელი პროდიუსერი და მენეჯერია.
1963 წელს დაიბადა სოხუმთან ახლოს და დიანაზე 15 წლით უფროსია. მის და დიანას გარდა მეშახტე გუდა ღურწკაიას და მის ცოლს ზაირას კიდევ ორი შვილი ეყოლათ - ჯამბული და ელისო. ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტმა აღნიშნა, რომ დიდხანს ვერც კი ეჭვობდა, რომ დედა კვლავ ორსულად იყო. როცა მშობლებმა შეატყვეს, რომ დიანას მხედველობის პრობლემები ჰქონდა, უფროსი ძმა მაშინაც ახლდა დედას მოსკოვში გამოკვლევებზე.
შემდეგ მან ვეტერინარის პროფესია აირჩია, ასპირანტურაც დაამთავრა და მცირე ხანს მუშაობდა კიდეც სპეციალობით, თუმცა როცა დიანა მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად და კარიერის ასაწყობად, რობერტი მას გაჰყვა და დაეხმარა ყველაფერში. დღემდე აგრძელებს მის მეურვეობას. მანვე დააარსა დიანას სახელობის საქველმოქმედო ფონდი "გულის ძახილით" და ასევე ხელმძღვანელობს ორგანიზაციას "თეთრი ხელჯოხი", რომელიც უსინათლო ახალგაზრდებს ეხმარება წარმატების მიღწევაში.
გარდა ამისა, 2019 წელს მოსკოვში გახსნა ქართული რესტორანი "გურია", თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ კორონავირუსმა ძალიან შეუშალა ხელი მისი ბიზნესის განვითარებას.
რობერტს ჰყავს ცოლი და ვაჟი ალექსანდრე, რომელიც თავდაპირველად მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, თუმცა ახლა კრივით არის გატაცებული. სანდრო ზუსტად იმხელა, რამხელაც დიანას ვაჟი კონსტანტინ კუჩერენკო და ბიჭები ფაქტობრივად ერთად იზრდებიან.