შორენა ბეგაშვილი -ქალი მილიონ ნახევარი გამომწერით ინსტაგრამზე, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მასზე წლებია ყველაზე მეტს ჭორაობენ, მისი პირადი ცხოვრება კი მედიის საყვარელი თემაა.
ორი ოფიციალური ქორწინება, ზურაბ ბარბაქაძესთან და ირაკლი ნანაძესთან, რომანები დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან და კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან, ეს ის მამაკაცებია, ვისზეც საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია ბეგაშვილს, თუმცა ის ბოლო სიყვარულს საგულდაგულოდ მალავს.
ვინ არის კაცი, რომელიც წელიწადზე მეტია ცნობილ ქართველ მსახიობსა და ინფლუენსერს ანებივრებს?
შორენას ახალ საყვარელ ადამიანზე თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ. ის უკვე დიდი ხანია ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებს, მუდმივად უზრუნველყოფს საყვარელი ქალის მოგზაურობას უცხოეთში, გრანდიოზულ დაბადების დღეებს უხდის და მასთან ერთად მოგზაურობს. ბეგაშვილი მედიას დიდი ხანია არ სწყალობს და მისი რჩეულის ვინაობაც გასაიდუმლოებულია. განაგრძეთ კითხვა