ყივანახველას გავრცელების ფონზე ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა - 1 ლიტრის ფასი 80 ლარია - მშობლები

ყივანახველას გავრცელების ფონზე ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა - 1 ლიტრის ფასი 80 ლარია

2024-08-16 21:16:02+04:00

კომპანია „სახე-დარის“ დამფუძნებლის, თემურ ლომიძის განცხადებით, ყივანახველას ვირუსის გავრცელების ფონზე, ვირის რძეზე მოთხოვნა 200%-ით გაიზარდა.

როგორც ლომიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, თვეში დაახლოებით 300 ლიტრი რძე იყიდება, ფასი კი 80 ლარს შეადგენს.

„მოთხოვნა გაიზარდა 200%-ით. ყივანახველას ვირუსი სახუმარო არ არის: ასეთი რაღაც მე არ მინახავს, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ფოთიდან, თელავიდანაც კი მიგზავნიან ექიმები პაციენტებს. რაც მთავარია, ცნობადობა გაიზარდა, არის საქართველოში რამდენიმე ექიმი, რომელიც აღიარებს ვირის რძის ეფექტს - ყივანახველას ამის მეტი არაფერი შველის“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. განაგრძეთ კითხვა