კოსმეტიკური ბრენდის Avon-ის დიდი ბრიტანეთის, ლათინური ამერიკისა და ევროპის განყოფილებამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. The Guardian -ის ინფორმაციით, ბრენდის მფლობელმა, საკუთარ მომხმარებლებთან მასიური დავის ფონზე, 1 მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დააგროვა.
მოსარჩელეების თქმით, კომპანიამ მომხმარებლები არ გააფრთხილა, რომ მის მიერ წარმოებულმა ტალკმა, აზბესტის ნარჩენი კონცენტრაციის გამო, შესაძლოა, კიბოს იშვიათი სახეობების განვითარებას შეუწყოს ხელი.
თუმცა, მოპასუხე მხარე - Avon ამტკიცებს, რომ მისი პროდუქცია ზიანის მომტანი არ არის. მაგრამ კომპანია ვეღარ ახერხებს სასამართლო და სხვა დავალიანების ხარჯების დაფარვას. განაგრძეთ კითხვა