როგორ ფიქრობთ, შეიძლება თანამედროვე ქალის ხვედრი იყოს ფერმაში ცხოვრება, დღე და ღამე ლოცვა, რვა შვილის გაზრდა და ძროხების მოვლა? - ალბათ არა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი ქალი ამაში ბედნიერებას ხედავდეს. მაგალითად,ჰანა ნილმანისოციალურ ქსელებში გამოჩნდა, როგორც ბედნიერი დედა, რომელმაც უარი თქვა ქმრისა და შვილების გამო, მორმონული ტრადიციების მიხედვით მოცეკვავის წარმატებულ კარიერაზე. თუმცა, სოციალურ ქსელში მრავალშვილიან დედის 20 მილიონამდე მხარდამჭერიდან ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ნიღბის ქვეშ უბედური და დაღლილი ქალი იმალება, რომელი „ტირანი და მოძალადე“ ქმრის გავლენის ქვეშაა.
"ნიუ-იორკზე და დიდ სცენაზე ვოცნებობდი"
ნილმანი, მილიონერი ბლოგერი და ყოფილი წარმატებული მოცეკვავეა, რომელიც ცნობილი გახდა საკონცერტო შოუებში გამოსვლებით, ახლა კი ტიპურ დიასახლისთან ასოცირდება, რომელიც ამართლებს ცნობილ გერმანულ ანდაზას, რომ ქალი არის „სამზარეულო, ბავშვები, ეკლესია“. მას რვა შვილი ჰყავს ქმართან დანიელ ნილმანთან, რომელზეც 13 წლის წინ იქორწინა. ბავშვებიდან უფროსი 12 წლისაა, უმცროსი ჯერ ერთი წლის არ არის.
ოჯახი სოფლად ცხოვრობს. მათ ფერმას "ბალერინას ფერმა" ჰქვია, რომელიც ჰანას წარსულს მოგვაგონებს და ამავდროულად დაცინვას ჰგავს, რადგან ახალგაზრდა ქალი, რომელიც დედობასა და საყოფაცხოვრებო საქმეებშია ჩაფლული ბალეტისგან ისეთივე შორს არის, როგორც მთვარე დედამიწისგან.
თავიდან ჰანამ საკუთარ სახლში სტუდია მოაწყო ბალეტის გაკვეთილებისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში სტუდია ბავშვების ოთახად გადააკეთეს. ჰანას საცეკვაო კოსტიუმები კი ავტოფარეხში გადაიტანეს, რადგან ბავშვებს კარადაში ადგილი სჭირდებოდათ ტანსაცმლისთვის.
მათი სასოფლო-სამეურნეო მიწა 328 ჰექტარი მიწის ნაკვეთს მოიცავს. ნილმანები ყიდიან ორგანულ ხორცს, ცომეულს და საქონელს. ცოტა ხნის წინ რძის ფერმაც გახსნეს. ინტერნეტში აქვთ ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მათი პროდუქცია. მაგრამ ჰანა ყოველთვის ოცნებობდა ასეთ ცხოვრებაზე?
ჰანა ნილემანი დაიბადა იუტაში და გაიზარდა ერთგულ მორმონთა ოჯახში. ამ შტატში ბევრი მორმონი ცხოვრობს. ის და მისი ქმარი ასევე მორმონები არიან და მათი შვილები სახლში მორმონულ-ქრისტიანულ პროგრამას სწავლობენ. თუმცა ახალგაზრდობაში ჰანას ჰობი იყო ქორეოგრაფია და გოგონას ამის დიდი ნიჭი ჰქონდა... განაგრძეთ კითხვა